“მოსამართლეები, როგორც ნოტარიუსები, ამ გადაწყვეტილებებს ბეჭდავენ”- რას ამბობს თინა ხიდაშელი

“ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც ყველაფერი სახელისუფლებო პარტიის პოლიტიკურ ნებაზეა აწყობილი,“ – ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილმა მინისტრი, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის მიერ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას.

თინა ხიდაშელმა საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებული მოქალაქეების საქმეზე მომუშავე მოსამართლეები ნოტარიუსებს შეადარა.

“სასამართლო გადაწყვეტილებებთან არავითარი კავშირი არ უნდა ჰქონდეს იმას, რაც ხდება ქუჩაში, რა განწყობაზეა ესა თუ ის პოლიტიკური პარტია. გადაწყვეტილებები კანონის დაცვით უნდა მიიღებოდეს. ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც ეს ყველაფერი გამქრალია და ერთადერთი შემადგენელი, რომელიც წყვეტს იმას, ვის რა განაჩენი ექნება, რომელი მოსამართლე რა ბედს გადაუწყვეტს ადამიანებს.

ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე აწყობილია სახელისუფლებო პარტიის პოლიტიკურ ნებაზე, იმაზე, ვინ ვისზეა გაბრაზებული, ვის ვისთან ანგარიშსწორების სურვილი აქვს. მოსამართლეები, როგორც ნოტარიუსები, ამ გადაწყვეტილებებს ბეჭდავენ”, – ამბობს თინა ხიდაშელი “ტვ პირველთან“.

ასევე დაგაინტერესებთ

ყველაზე შეურაცხადი პოზიცია, რომელიც ჩვენმა დაუძინებელმა ხუთმა “მეგობარმა” გააჟღერა, ბრიუსელში უმრავლესობამ არ მოიწონა – ევროკავშირისთვის საქართველოს დაკარგვის პერსპექტივამ გადაწონა “დიფ სთეითის” აგენტურის ავანტიურული სცენარი