“მომავალ საქართველოში მას 50%-იან გადასახადს დავუწესებთ” – ლორთქიფანიძე

გუშინ ირაკლი რუხაძეს ვუსმინე… ქონება წაართვეს, დასავლეთი დაეხმარა. დეიდაშვილი დაუჭირეს, დასავლეთი დაეხმარა. ოჯახის წევრები დასავლურ სტრუქტურებში მუშაობდნენ. განათლების მიღებაში მასაც და ყველა მის ირგვლივ მყოფსაც, დასავლეთი დაეხმარა… დავები ჰქონდა, დასავლურ სასამართლოებში მოიგო. ადვოკატი დასჭირდა, დასავლელი ჰყავდა… მხარდამჭერი დასჭირდა, ობამას ადმინისტრაციის წევრებს მიაკითხა… ერთი სიტყვით, როცა თავად სჭირდებოდა დასავლეთს ეყრდნობოდა, ახლა აღარ აწყობს და აღარ სჭირდება. სულმოკლეობა. ასეთი ადამიანი აკონტროლებს საქართველოში ყველაფერს – რუსთავის ქარხნიდან დაწყებული მაგთით დასრულებული. მომავალ საქართველოში მას 50%-იან გადასახადს დავუწესებთ და ყველა სამართლიანი რეგულაციით მოვთოკავთ მის ძალაუფლებას, უძირო ამბიციებს. P.S. გუშინ წყნარად იყო, არ ხაოდა, როგორც ბოლო გაელვებისას.