მომავალი წლიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყება იგეგმება – სამუშაოები 2 წელზე მეტხანს გაგრძელდება

თბილისის მერიის ინიციატივით, თბილისის განვითარების ფონდი მომავალი წლიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას განახორციელებს, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს.
თბილისის მერისა კახა კალაძის თქმით, პირველ ეტაპზე განხორციელდება არსებული შენობა-ნაგებობების მოწესრიგება. გაკეთდება დაზიანებული სახურავები, ფასადები, წყალსაწრეტი ღარები, კონსტრუქციული ნაწილები, გაკეთდება დეკორატიული მინათება და ფასადებზე მოწესრიგდება კომუნიკაციებიც. შემდეგი ეტაპი კი იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საგზაო სამუშაოები ბოლო ეტაპად განხორციელდება. სამუშაოები 2 წელზე მეტხანს გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ