მოგწონთ ის, რაც ხდება თქვენს უბანში? – ნინო ფოჩხუა ვაკელებს

გასულ არჩევნებში, თბილისის უბნებიდან ყველაზე მეტი ხმა ოპოზიციამ ვაკეში აიღო. ხოდა ახლა ვაკელებს მინდა მივმართო – მოგწონთ ის, რაც ხდება თქვენს უბანში? მოგწონთ შარდის სუნით აყროლებული თქვენი უბანი? დალეწილი და დამტვრეული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია?- ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, რადიკალური ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას.
ფოჩხუა მიმართავს ვაკის მოსახლეობას, რომ აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთ გადაწყვეტილებაზე და აიტანონ ის ვაკხანალია, რასაც მათი ფავორიტი “პოლიტიკოსები” უწყობენ.
„არავინ იფიქროს, რომ ამ პოსტს ან ცინიზმით, ან ნიშნის მოგებით ვწერ. უბრალოდ, მინდა რომ საკუთარი აზრი დავაფიქსირო. გასულ არჩევნებში, თბილისის უბნებიდან ყველაზე მეტი ხმა ოპოზიციამ ვაკეში აიღო. ხოდა ახლა ვაკელებს მინდა მივმართო – მოგწონთ ის, რაც ხდება თქვენს უბანში? მოგწონთ შარდის სუნით აყროლებული თქვენი უბანი? დალეწილი და დამტვრეული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია? ჰოდა აიღეთ პასუხისმგებლობა ახლა თქვენს გადაწყვეტილებაზე და აიტანეთ ეგ ვაკხანალია, რასაც თქვენი ფავორიტი “პოლიტიკოსები” გიწყობენ“,- წერს ნინო ფოჩხუა.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან შეაჩვიეს ენა საზოგადოებას, სულ საუბარია რადიკალიზმზე, დამხობაზე, გადაწვაზე, კანონი უნდა მუშაობდეს მთელი სიმკაცრით, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები

გიორგი ბაჩიაშვილი ბრალდებულია ბიტკოინების მითვისების საქმეში და ამის პარალელურად ის და მისი ოჯახი ძალისხმევას არ აკლებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია მოხდეს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური მედია საშუალებების მეშვეობით