მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებლად ქვეყანას 1 წელი დასჭირდება

მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებლად ქვეყანას 1 წელიწადი დასჭირდება. მათივე განმარტებით, პროცესი დაწყებულია და არის კონკრეტული შედეგიც. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დეპოლარიზაციის მოლოდინი არ აქვთ, თუმცა მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის ნაწილთან ერთად მუშაობა შესაძლებელია და მათ რეკომენდაციების შესრულების პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდებენ.
„მონაწილეობა არის საჭირო, აუცილებელიც არის და, დეპოლარიზაციას თუ არ ველით, ჩვენ არ ველით ყოველ შემთხვევაში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერ შევძლოთ პარლამენტში ერთად მუშაობა გარკვეულ კანონპროექტებსა და რეფორმებზე, რომლებიც არის ჩამოყალიბებული ჩვენი, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ასოცირებული წევრი ქვეყნისა და წევრობის კანდიდატის დღის წესრიგში,“ – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით – განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე

ბაჩიაშვილის არცერთმა უკანონო ქმედებამ არ გაამართლა და ახლა დარჩათ ბოლო გზა, რა მარტივი ყოფილა ამ ეპოქაში დიდი ფულის მოპარვა და შემდეგ მისი ,,დაკრიშვა” – ვინც გენდობა გადააგდე, იპოვე ჯინ შაჰინისნაირი ყველაფერზე წამსვლელი და ეგაა, გმირიც გამომცხვარია

ქალბატონმა შაჰინმა სხვისი ქონების მიმთვისებელი, ფულის გამთეთრებელი და საზღვრის უკანონო დამრღვევი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლად შერაცხა. გიორგი ბაჩიაშვილის ხსნება ჯინ შაჰინისგან კი იმას ნიშნავს, რომ ბაჩიაშვილი მათი აგენტია