მიხეილ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს სტუმრობს

მიხეილ ყაველაშვილი 15-16 აპრილს პირველი ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი უმასპინძლებს.
დაგეგმილია მაღალი დონის პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, საჰიბა გაფაროვასთან.