მიხეილ ყაველაშვილი: დავესწარი საკოორდინაციო შტაბის, ასე ვთქვათ, სხდომას. გამოკვეთილია პრიორიტეტები

დავესწარი საკოორდინაციო შტაბის, ასე ვთქვათ, სხდომას. რა თქმა უნდა, გურიაში ისევ რჩება რთული მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, გამოკვეთილია პრიორიტეტები. დღეს გაწმენდით სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობდა და გრძელდება.

პრიორიტეტი გამოიკვეთა, რომ ხვალ კვლავ ინტენსიურად გაგრძელდება დილიდან მუშაობა, რა თქმა უნდა, ელექტროენერგია არის მთავარი პრიორიტეტი, გამოკვეთილი, რომელზეც აუცილებელია, რომ მისასვლელი გზა, აღსადგენი ასე ვთქვათ, ბოძებთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი დეტალურად გაწერილი არის გეგმით.

მინდა აღვნიშნო, რომ დაახლოებით 2 საათი, ორ საათზე მეტი მიმდინარეობდა საკოორდინაციო შტაბის სხდომა, დეტალურად არის გაწერილი ხვალინდელი გეგმაც. ყველა უწყება მონაწილეობს, სრულყოფილი ანგარიში მომაწოდეს, გავეცანი ამ ყველაფერს, თავისთავად მოსახლეობაც უნდა იყოს იმედიანად, ყველა მაქსიმალურადაა მობილიზებული.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა მიხეილ ყაველაშვილმა საკოორდინაციო შტაბის სხდომის შემდეგ.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილი – იმ სრულიად პროვოკაციულ და ტყუილებით გაჯერებულ კითხვაზე, რომელიც ანტიქართული განწყობებით სავსე ჯო უილსონმა დაუსვა მარკო რუბიოს, საკმაოდ აბსტრაქტული პასუხი იყო გაცემული – ნახსენები არ იყო არც „ქართული ოცნება“ და არც საქართველო