მიხეილ სარჯველაძე – „ვარდების რევოლუციის“ აღნიშვნა და მისთვის პომპეზურობის შინაარსის მიცემა, პოლიტიკური და ეთიკური ამორალობის კომპონენტს შეიცავს – მათი მანიფესტიც საკუთარი რენომეს შენარჩუნებისთვის გადადგმული ნაბიჯია

„ვარდების რევოლუციის“ აღნიშვნა და მისთვის პომპეზურობის შინაარსის მიცემა, პოლიტიკური და ეთიკური ამორალობის კომპონენტს შეიცავს – ამ პოლიტიკური გუნდისთვის დამახასიათებელი სიმახინჯეა, როცა საკუთარი პოლიტიკური წარმატება უფრო მნიშვნელოვან დღედ მიაჩნიათ, ვიდრე , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
სარჯველაძის შეფასებით, 2003 წლის 23 ნოემბრის შემდეგ ჩამოყალიბებული ხელისუფლების ბრალით საქართველოში არა ერთი ოჯახი გაუბედურდა და უზარმაზარი ტრაგედიის მსხვერპლი გახდა“.
მისივე თქმით, „საზოგადოების დიდ ნაწილს იმ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით არაფერი ეზეიმება“.
„2013-2014 წელს მობოდიშების მიუხედავად, მათ აღქმული არა აქვთ, რომ დააშავეს. ბოდიში აქვთ მოსახდელი იმ ადამიანებისთვის, ვინც ტერორიზმში ცხოვრობდა და მათი რეჟიმი საკუთარ ზურგზე განიცადეს. ფიქრობენ, რა მოიფიქრონ ისეთი, სადაც პოლიტიკურ თავდაღმართში მყოფი პარტიის დამუხრუჭება შეუძლია. ამისთვის ისეთ ფორმებს იგონებენ, რომ თითქოს კონსოლიდაციის ფუნქციის შესრულება შეუძლიათ. რა კონსოლიდაციაზეა საუბარი, როცა მანიფესტაციით სახის შენარჩუნებაა იმ პოლიტიკური პარტიის, რომელიც ინგრევა. ყველა კარგად ხვდება, რომ გაფორმება სჭირდებათ იმის, თუ როგორ დასრულდება კეზერაშვილისა და მელიას დაჯგუფებების დაპირისპირება. ეს არის მხოლოდ ფორმალური დასასრული, თორემ პარტია დიდი ხნის წინ დასრულებული და დანგრეულია. მათ ერთადერთი ამოცანა აქვთ, ვინ მეტს დატოვებს ნანგრევებიდან. მათი საზრუნავი და ფუნქცია სწორედ ეს არის. მათი მანიფესტიც საკუთარი რენომეს შენარჩუნებისთვის გადადგმული ნაბიჯია, თორემ სხვა მხრივ, შინაარსისგან დაცლილია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ