ეკა გიგაურზე – საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, როდესაც ასეთი ადამიანებისგან ვისმენთ შეფასებებს, რაც ემსახურება ვითომ ტრასფარენტულობას და საკუთარ გვერდზე ბლოკავენ ადამიანებს, რომლებსაც განსხვავებული შეხედულება აქვთ

ეს არის ნამდვილი ტრასფარენტულობის გიგაურისეული ხედვის ილუსტრაცია, რაც მან გააკეთა. სოციალური სივრციდან მოსპო ადამიანი იმიტომ, რომ მას ჰქონდა კრიტიკული მოსაზრება და შეხედულება, -ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ფაქტს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა სოციალურ ქსელში დაბლოკა „ქართული ოცნების” დეპუტატი, უმრავლესობის წევრი ლევან ქარუმიძე, რომელმაც, სარჯველაძის ინფორმაციით, ეკა გიგაური კორუფციის აღქმის ინდექსით მანიპულირებაში ამხილა.
„აფერუმ, მის ხედვას ტრასფარენტულობასთან დაკავშირებით. მგონი, ყველასთვის ნათელია, რომ უბრალოდ მავნებლობასაც კი შეიძლება ვეღარ ჰქონდეს გასაქანი, როდესაც რეალურად არსებობს სრულიად განსხვავებული მოდელი. ამიტომ, საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, როდესაც ასეთი ადამიანებისგან ვისმენთ გარკვეულ შეფასებებს, შეხედულებებს, მოსაზრებებს, რომლებიც ემსახურებიან ვითომ ტრასფარენტულობას და საკუთარ გვერდზე ბლოკავენ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული, კორექტული განსხვავებული შეხედულება“,-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…