მიხეილ ლომთაძემ თურქული სავაჭრო აპის ,,ჰეფსიბურადას“ მმართველ გროლში ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავა

თურქული სავაჭრო აპლიკაცია ,,ჰეპსიბურადას” მმართველი ორგანოს გამგეობის თავმჯდომარედ მიხეილ ლომთაძე დაინიშნა. მმართველი ორგანოს წევრები აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაზე აირჩიეს. კრება 2025 წლის 31 იანვარს გაიმართა. ,,ჰეპსიბურადას” წილი Kaspi.kz-მა 2025 წლის იანვარში შეიძინა. მიხეილ ლომთაძე კი ამ ყაზახური ფინტექიდან ,,ჰეპსიბურადას” თანააქციონერი გახლავთ.
მიხეილ ლომთაძესთან ერთად მმართველი ორგანოს Kaspi.kz-ის სხვა ტოპ-მენეჯერებიც შეუერთდნენ. ,,ჰეფსიბურადას” გამგეობის წევრები იური დიდენკო, თენგიზ მოსიძე და პაველ მირონოვი გახდნენ. იური დიდენკო ასევე არის ხელმძღვანელის მოადგილე და ორი კომიტეტის – ადრეული რისკის იდენტიფიკაციისა და კორპორატიული მმართველობის წევრი. დიდენკო პასუხისმგებელია საბაზრო კაპიტალზე, მოსიძე ფინანსებზე. მირონოვი კი საოპერაციო საქმიანობაზე. გარდა ამისა, ჰეფსიბურადას გამგეობას შეუერთდა Kaspi Pay-სა და Kaspi.kz-ის მობილური კომერციის ხელმძღვანელი სანდრო ბერძენიშვილი.
,,ჰეფსიბურადას” მმართველ ორგანოში სულ ცხრა ადამიანი აირჩიეს, რითაც შემადგენლობა 11 წევრიდან 2-ით შემცირდა.
Kaspi.kz-მა Hepsiburada-ს აქციების 65.41%-ის შეძენის შესახებ შეთანხმებას ხელი 2024 წელს მოაწერა. გარიგების ოდენობა მაშინვე გამოცხადდა – 1,127 მილიარდი დოლარი. ტრანზაქცია 2025 წლის 29 იანვარს დასრულდა. Kaspi.kz-მა განმარტა, რომ Kaspi.kz და Hepsiburada „შეინარჩუნებენ სხვადასხვა ბრენდს და ოპერაციულ სტრუქტურებს“.
გარიგების შედეგად, Kaspi.kz Hepsiburada-ს მაკონტროლებელი აქციონერი გახდა. ფინტექმა თანხის ნაწილი, 600 მილიონი დოლარი გარიგების დახურვის დღეს ნაღდი ფულით გადაიხადა. დარჩენილი 526,9 მილიონი დოლარი უნდა გადაირიცხოს არა უგვიანეს ექვსი თვისა.