“მისი გაყიდვა არ მინდოდა, მაგრამ მამუკა ჯუღელი დაგვემუქრა” – დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერზე ისაუბრა

“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში ს პსჟ-ში ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.
მოგეხსენებათ, “კვარა” პარიზულ კლუბს სწორედ “პარტენოპეიდან”, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, დაახლოებით 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
დე ლაურენტისის თქმით, მას ხვიჩას გასხვისება არ სურდა და ქართველთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას გეგმავდა, მაგრამ მისმა მენეჯერმა, მამუკა ჯუღელმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო.
“ეს უნდა გამეკეთებინა, რადგან მამუკა ჯუღელმა სხვა გზა არ დამიტოვა, იგი FIFA-ს მე-17 პუნქტის ამოქმედებით დაიმუქრა. ქართველის შთამბეჭდავი სადებიუტო სეზონის შემდეგ, მასთან ახალ კონტრაქტზე საუბარი დაუყოვნებლივ დავიწყეთ, რადგან ნათელი იყო, რომ ხვიჩას მოკრძალებული ხელფასის გამო, მის შეძენას უამრავი კლუბი მოისურვებდა.
აღმოჩნდა, რომ მის მენეჯერს, მამუკა ჯუღელს სხვა გეგმები ჰქონდა. ჯუღელს სხვა კლუბიდან ძალიან მაღალი საკომისიოსა და ასევე კვარასთვის ორნიშნა ხელფასის მიღება სურდა. გასულ წელს, გერმანიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას, მანა, კიაველი და მე დიუსელდორფში გავფრინდით საკითხის მოსაგვარებლად, მაგრამ მამუკა საქმეს კვლავ აჭიანურებდა და ამტკიცებდა, რომ ჯუნტოლი მას თანხას დაპირდა, რომელიც არ გადაუხადა
მას შემდეგ, რაც ხვიჩა კლუბიდან წავიდა, მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია”, – განაცხადა დე ლაურენტისმა.
რას ნიშნავს FIFA-ს მე-17 პუნქტი?
აღნიშნული წესის თანახმად, 28 წლამდე ასაკის ფეხბურთელს გუნდში გადასვლიდან სამი წლის შემდეგ, შეუძლია მოქმედი კონტრაქტის გაწყვეტა და კლუბის დატოვება. მოთამაშემ ამისთვის უნდა შეასრულოს 3 პირობა: პირველი – აცნობოს გუნდს ბოლო ჩატარებული მატჩიდან 15 დღის შემდეგ; მეორე – მას ეკრძალება იგივე ლიგის კლუბში გადასვლა უახლოესი 1 წლის მანძილზე.
მესამე – ის გადაუხდის თავის ამჟამინდელ გუნდს კომპენსაციას ობიექტური კრიტერიუმების ფარგლებში. ზოგადად აღნიშნულ წესს მიმართავენ იშვიათად, რადგან მოთამაშეს არასდროს აწყობს თავისი კლუბისთვის კომპენსაციის გადახდა, მაგრამ როდესაც გამოუვალი მდგომარეობაა, ფეხბურთელს შესაძლოა სხვა გზა აღარ დარჩეს.
· ქუთაისი ჩვენში ყველა ლანძღავდა ჯუღელს…ყოველთვის ვიცოდი რომ ჯუღელი არ იყო მიზეზი არასდროს…რუბინიდან კვარაცხელიას ევროპაში გადასვლა არ ხერხდებოდა არა ჯუღელის,არამედ იმის გამო რომ საიმანოვი ითხოვდა 30 მილიონს…კვარაცხელიას მაშინ უფრო მეტადაც კი იყიდა ჭკვიანი მყიდველი,მაგრამ სწორედ ჭკუა არ ეყოთ და 20 მილიონადაც არავინ ყიდულობდა…ნაპოლიში ჩატარებული პირველი სეზონის შემდეგ,დე ლაურენტისი საერთოდ არ გადიოდა კონტაქტზე ჯუღელთან და ამბობდა რომ საჩქარო არაფერი იყო…მხოლოდ მეორე სეზონის შემდეგ დაიწყო საუბარი კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე და ცდილობდა რომ ახალი კონტრაქტი ყოფილიყო მისთვის განსაკუთრებულად ხელსაყრელი…მოკლედ,კვარაცხელიას სთავაზობდა მის სტატუსტთან შედარებით დაბალ ანაზღაურებას…ვფიქრობ რომ დე ლაურენტისმა სწორად ვერ შეაფასა მამუკა ჯუღელი,თვლიდა რა მას დაბალი კვალიფიკაციის აგენტად პროვინციული საქართველოდან…შემდეგ უკვე ჯუღელმა დაიწყო დე ლაურენტისთან დროის გაწელვა და პარალელურად სხვა კლუბებთან და განსაკუთრებით პარიზთან მოლაპარაკებები…შეარჩია სწორი და ზუსტი მომენტი და დააშანტაჟა დე ლაურენტისი ფიფას მეჩვიდმეტე მუხლით…ბოლოს კი მიხვდა აურელიო რომ კვარაცხელიასთან მიმართებაში დაუშვა შეცდომათა კასკადი და ვერც ჯუღელი შეაფასა,მაგრამ უკვე გვიან იყო…ფეხბურთელი,რომლის ღირებულება ტრანსფერმარკეტზე მაშინ 80 მილიონი იყო,მხოლოდ 60 მილიონად გაყიდა…მაშინ როცა ზოგადად პირიქით ხდება…მაგალითად,ზაბარნის ფასი ტრანსფერმარკეტზე 42 მილიონი იყო და პარიზმა 63 მილიონი გადაიხადა…დე ლაურენტისმა რაც არ უნდა თქვას,მან მშვენივრად იცის რომ თუ რამეზე წყდება გული,მხოლოდ თვითონაა ამ გულისწყვეტის მიზეზი…ჯუღელის მიმართ კი,ჩვენ ქართული ფეხბურთის და ზოგადად ფეხბურთის გულშემატკივრებს მხოლოდ მადლობა გვეთქმის.
· . „მას კონტრაქტი 2027-მდე აქვს და მე ძალიან მშვიდად ვარ.“ეს დე ლაურენტისის სიტყვებია და სულაც არ ფიქრობდა ხელფასის მომატებას.უკვე კვარას პირველი სეზონის შუაში,საახალწლოდ,ცხადი გახდა,რომ ის გუნდის ვარსკვლავი იყო და მისი დატოვება თუ სურდა,დე ლაურენტისს პირადი ინიციატივით უნდა მოემატებინა ხელფასი.გულშიც არ გაუვლია,არც უკვე გაჩემპიონების შემდეგ და არც შემოდგომით.მას სრულიად აწყობდა კვარას ხელფასი და ფიქრობდა,რომ კვარა მუჭში ჰყავდა.როცა კვარამ გაიწია,მაშინ 3-3,5 მილიონი შესთავაზა,რაც ასეთი კლასის ფეხბურთელისათვის დაცინვას ჰგავდა.ჩემპიონი გუნდის ერთერთ ლიდერს,ზელინსკის,ხელფასის დაკლებაც კი მოსთხოვა.უკვე მაშინვე ცხადი იყო,რომ ხვიჩას ამ კაცთან დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა,ნაპოლი გრანდად ვერ გადაიქცეოდა და თუ ხვიჩას ამბიციები ჰქონდა,სხვა გუნდი უნდა მოეძებნა.დე ლაურენტისმა უკანასკნელ წუთამდე გაუჭიმა გუნდიდან წასვლის შესაძლებლობა,როცა კიდევ დარჩენის შემთხვევაში,კვარა თავს 4,5 მილიონის ფასად გამოისყიდიდა თავს,მაშინ გაყიდა.არც ერთი ცენტი არ გაატანა კვარას და არც ერთი წუთით ადრე არ გაუშვა გუნდიდან.ჯუღელსაც კი ვლანძღავდით ყველა,მაგრამ ერთხელ შეცდა და მეორედ მასთან საქმეს აღარ დაიჭერდა.
· გაქნილი გარეწარია ეს მიგეცა რაც ეკუთვნოდა პირველივე სეზონის შემდეგ. ბიჭმა ჩემპიონობა მოგიტანა და მეკარეზე პატარა ხელფასი დაუტოვეთ. ტიპს როგორ არ უყვარს საკუთრი შეცდომის აღიარება, საჩწმპიონო გუნდი დაეშალა ერთ სეზონში
ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?
ცხოვრებაძემ “გუმერსბახი” დატოვა – ქართველ ხელბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით – რა აახლოებს ხვიჩას “ოქროს ბურთთან” – ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
განშორება ახლოვდება – “გალათასარაი” ოსიმენს “ნაპოლისგან” გამოისყიდის
“ნაპოლი” ელმასის დაბრუნებას ცდილობს
ჯუღელის ნათქვამი მალე აცხადდება? – საუდის არაბეთში ოსიმენის კონტრაქტის გამოსასყიდს იხდიან, “მანჩესტერ იუნაიტედი” სხვა ფორვარდს იმატებს
კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება “ახალ კვარად” წოდებულ ნოასთან
“ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ” – დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
პსჟ ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს, მიქაუტაძე კი “მეცს” და ქართველებს დაუპირისპირდება
ოსიმენის ვენდეტა და დე ლაურენტისი სასამართლოში – ვიქტორის და ხვიჩას ტანდემი პსჟ-ს სჭირდება
“დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდა, ჯუღელის პირობები დაკმაყოფილდება” – “კვარას” ახალი ხელშეკრულების დეტალები ცნობილია
“დანაშაული” და სასჯელი – “ნაპოლი” ხვიჩას მიმართ ზომების გატარებას გეგმავს
დე ლაურენტისი ოსიმენის ტრანსფერზე გაჯიუტდა – არავითარი “განვადება”, 75 მილიონი ახლავე და დაუყოვნებლივ
დე ლაურენტისი კონტეს პირობას უსრულებს – “ნაპოლი” ამ ზაფხულს ბევრი ფეხბურთელით გაძლიერდება
[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა – “ნაპოლის” ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა…
დაინტერესება სერიოზულია – კვარაცხელია გვარდიოლას სიაშია და “სიტი” ოფიციალური შეთავაზებისთვის ემზადება
“შენ და მამაშენი ამისთვის გადაიხდით, ფრთხილად იყავით” – დე ლაურენტისებს ემუქრებიან
“კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით” – აგენტმა სიტუაცია განმარტა
“ის არცერთი ნაბიჯით უკან არ იხევს, დიდებული კლუბები ასე მოქმედებენ” – იტალიელმა ჟურნალისტმა დე ლაურენტისი შეაქო
“ნაპოლი” მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა