მიკელ არტეტა გახდა “არსენალის” ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელმაც “მანჩესტერ იუნაიტედი” ზედიზედ 4-ჯერ დაამარცხა

პრემიერლიგის მე-14 ტურში “არსენალმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” 2:0 დაამარცხა.
“მეთოფეების” მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა გახდა კლუბის ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელმაც “მანჩესტერ იუნაიტედი” ზედიზედ 4-ჯერ დაამარცხა.
შეგახსენებთ, “არსენალი” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 28 ქულით თანაქალაქელ “ჩელსისთან” ერთად მეორე ადგილს იყოფს.
რაც შეეხება “იუნაიტედს”, “წითელი ეშმაკები” 19 ქულით მე-11 ადგილზე არიან.