მივესალმები დროებითი ზავის გახანგრძლივებას, ეს ღაზის მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს და მეტი მძევლის გათავისუფლებას მოემსახურება – იენს სტოლტენბერგი

ვილნიუსის ნატოს სამიტის შემდეგ, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ნატო-ს შტაბ-ბინაში, ბრიუსელში, დღეს პირველად იკრიბებიან. “უპრეცედენტო გამოწვევების ეპოქა” უწოდა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვითარებას, რომელიც ახლა მსოფლიოშია და გამომდინარე აქედან, შეხვედრის დღის წესრიგი ყველა აქტუალურ საკითხს შეეხება. მათ შორის უკრაინას, ახლო აღმოსავლეთის კრიზისს, ირანსა და ჩინეთს.
“მივესალმები დროებითი ზავის გახანგრძლივებას, ეს ღაზის მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს და, ასევე, მოემსახურება მეტი მძევლის გათავისუფლებას. მადლობა მინდა გადაგიხადოთ სახელმწიფო მდივანო, თქვენი პირადი ძალისხმევისთვის, რომ ეს შეთანხმება მიღწეულიყო. დღის წესრიგში გვაქვს უკრაინის საკითხი. ჩვენ ვხედავთ განგრძობად შეტევებსა და ინტენსიურ ბრძოლებს ფრონტის ხაზზე და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ნატო-ს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რასაც, ამ მხრივ, მოკავშირეები ვახორციელებთ. ვისაუბრებთ ჩინეთზე, დასავლეთ ბალკანეთსა და იმაზეც, თუ როგორ ვიმუშავებთ სამეზობლოს სტაბილურობის უზრუნველსაყოფად,” – ამბობს იენს სტოლტენბერგი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს

მამუკა მდინარაძე – 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს

მამუკა მდინარაძე – 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს