მთავრობის ადმინისტრაცია – პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, დამატებით შეხვდეს ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც ხელისუფლების კურსთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ

მთავრობის ადმინისტრაცია – პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, დამატებით შეხვდეს ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც ხელისუფლების კურსთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი , პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.
საუბარი შეეხო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მთავრობის ხედვას და სამომავლო პრიორიტეტებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული გზის ერთგულია და ამაზე მეტყველებს ევროინტეგრაციის კუთხით დღემდე მიღწეული პროგრესი.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პრემიერ-მინისტრმა ბიზნესისთვის აქტუალურ ყველა კითხვას უპასუხა.
მთავრობის მეთაურმა გამოთქვა მზადყოფნა, დამატებით შეხვდეს ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც ხელისუფლების კურსთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ბიზნესის 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სინდისის პატიმრები და სინდისის მქონე ადამიანები არ შეიძლება იყვნენ ფაშისტების, კაცების გამაუპატიურებლების, მწამებლების არც მომხრეები და არც „სასარგებლო იდიოტები“. სინდისის პატიმრებს არასოდეს უსვრიათ „მოლოტოვის კოქტეილები“

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ერთსქესიანთა კავშირების ლეგალიზაცია უკრაინის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი პირობაა – თუკი უკრაინას უყენებენ ამ პირობას, იგივე პირობას, როგორც ასევე ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, დაგვიყენებენ ჩვენც