მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდება და არა მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის, არამედ მთლიანად მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის ზედამხედველობის ფუნქციაც მიენიჭება

მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდება და არა მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის, არამედ მთლიანად მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის ზედამხედველობის ფუნქციაც მიენიჭება
გაფართოვდება მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის ფუნქციები და მას არა მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის, არამედ მთლიანად მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის ზედამხედველობის ფუნქციაც მიენიჭება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს დღეებში დაინიცირდება საქართველოს პარლამენტში.
„გაძლიერდება თანამშრომლობა მთავრობის ადმინისტრაციასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის, დაინერგება რეალურ დროში აუდიტის პრაქტიკა, რაზეც გვქონდა კონსულტაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. ამ ინიციატივის მიზანია, სამინისტროების მიერ განხორციელებული პროექტების ხარჯეფექტიანობისა და ხარისხის მაქსიმალური გაუმჯობესება“, – განაცხადა მ.
Next: მინდა გამოვეხმაურო იმ აჟიოტაჟს, რაც ჩვენმა წინა კვირის საქმიანობამ, ზოგიერთ მავნებელში და მათ მიერ პროპაგანდის მსხვერპლად ქცეულ ადამიანში გამოიწვია

ასევე დაგაინტერესებთ

სინდისის პატიმრები და სინდისის მქონე ადამიანები არ შეიძლება იყვნენ ფაშისტების, კაცების გამაუპატიურებლების, მწამებლების არც მომხრეები და არც „სასარგებლო იდიოტები“. სინდისის პატიმრებს არასოდეს უსვრიათ „მოლოტოვის კოქტეილები“

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ერთსქესიანთა კავშირების ლეგალიზაცია უკრაინის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი პირობაა – თუკი უკრაინას უყენებენ ამ პირობას, იგივე პირობას, როგორც ასევე ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, დაგვიყენებენ ჩვენც

საქართველოს ირგვლივ არსებული გარემო მუდმივად ცვალებადია. ამ ვითარებაში მშვიდობა სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. სუს-ის ამოცანაა მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა