“მთავარი არხი” დაიხურა – 1 მაისიდან ტელევიზია მაუწყებლობას წყვეტს

“მთავარი არხი” დაიხურა – 1 მაისიდან ტელევიზია მაუწყებლობას წყვეტს
ყველაფერი 2019 წლის 9 სექტემბერს დაიწყო, როდესაც რუსთავი2-ის ყოფილმა გუნდმა “მთავარი არხი დააფუძნა. 5 წლის შემდეგ კი, ტელევიზია იხურება.
1 მაისიდან ტელეკომპანია მთავარი არხი მაუწყებლობას წყვეტს და იხურება. ამის შესახებ ინფორმაცია თანამშრომლებმა გენერალური დირექტორისგან, გიორგი გაბუნიასგან მიიღეს.
არხის დახურვას ადასტურებს საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტი თათია წოწონავაც, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:
“დღეს ბოლო იმედიც ჩაქრა, ჩემი და მთავარი არხის თანაცხოვრება დასრულებულია და გული ძალიან მწყდება, რომ ამ ყველაფერს ამ ფორმით იგებს ყველა.”– წერს თათია წოწონავა.
იმედიანად არის განწყობილი , რომელიც წერს:
“დაიხურება მთავარი არხი, გაიხსნება ახალი. სხვანაირად არ და ვერ იქნება, მჯერა და ვიცი. მთავარია ქვეყანა არ დაიხუროს, თორემ მერე გინდა დახურე, გინდა გახსენი, აზრი არ ექნება არაფერს. – ნიკა გვარამია

ასევე დაგაინტერესებთ

სავარაუდოდ ორშაბათს წარვადგენთ მერობის კანდიდატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითოეული კანდიდატი შეირჩევა კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით, ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი მმართველობა

გიორგი ახობაძის საქმესთან დაკავშირებით გამოჩნდა, რომ საქართველოში არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი, მინდა, ერთი რამ გირჩიოთ, აქ საქმე არ ეხება არც ახობაძეს, არც პეტრეს და არც პავლეს, ნუ გამოაცხადებთ იმ ადამიანებს გმირებად, რომლებიც ბავშვებს პარავდნენ მორფს