მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქართველი ერის სულიერი გატეხვა და გაძარცვა შეუძლებელია

ქართველი ერის სულიერი გატეხვა და გაძარცვა შეუძლებელია,- ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში წერს.

მეუფე ზენონის განცხადებით, ამ ერს „უკადრებელი არ უნდა აკადრო“.

„ეს არის სიკვდილის მტაცებელი ერი!

არ უნდა აკადრო მას უკადრებელი.

ფშაური ნათქვამია: „ძველთაგან მოდის თქმულება მგელი არ იძარცვებისა, რაც არა ჰმოსავ ტანზედა, არც არა გაეხდებისა“.

ქართველი ერის სულიერი გატეხვა და გაძარცვა შეუძლებელია.

ამ ერის შვილების გულზე სწერია: სიმამაცე და სამშობლოს ერთგულება!“ – წერს მეუფე ზენონი „ფეისბუქის“ გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – თუ გინდა, რეჟიმს მოუგო, შენი თამაშის წესებით უნდა ეთამაშო – ოპოზიცია კამპანიას უნდა ვაწარმოებდეთ, რომ არჩევნებზე ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივიდეს, „ოცნებას“ ისე უნდა გაუჭირდეს ამომრჩევლის მიყვანა, რომ ავტობუსებით დაორგანიზება დასჭირდეს