მზია ამაღლობელის პროცესზე დასასწრებად, ბათუმის საქალაქო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილი მივიდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი სხდომა უნდა გაიმართოს და საბოლოო სიტყვა თავად ბრალდებულმა წარმოთქვას, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, მივიდა.
მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
სხდომა ს საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა ჩანიშნული.
ინფორმაციისთვის, სასამართლოს წინა სხდომაზე, სადაც ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა დაასრულეს, მზია ამაღლობელმა თავად მოითხოვა თავისი დასკვნითი სიტყვის გადადება, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
სასამართლოში ადვოკატებმა მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობაზე გაამახვილეს ყურადღება. მათი განცხადებით, მედიამენეჯერის საქმე პოლიტიკურია და ხელისუფლება ძალაუფლებას ბოროტად იყენებს. თავის მხრივ, პროკურატურა მზია ამაღლობელის ადვოკატებს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში, თითქმის შვიდი თვის განმავლობაში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმე განიხილებოდა, ამ დროის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები და თავად ელჩები პროცესს აკვირდებოდნენ.
ცნობისთვის, გამოცემა „ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.

ასევე დაგაინტერესებთ