“მე აქა ვარ და აქ ვიქნები იმისთვის, რომ მოვიფიქროთ როგორ მოვაწყოთ არჩევნები” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ის არსად არ მიდის, რადგან საქართველოს ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი და ლეგიტიმური ხელისუფლების ნაწილი და სალომე ზურაბიშვილი საზოგადოების წარმომადგენელია უცხოელებთან.

“არსად არ მივდივარ, სულ ამას მეკითხებიან. აქ ვარ და აქ ვიქნები იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი, ლეგიტიმური ხელისუფლების ნაწილი, რომელიც არის რეალურად არჩეული და რომელიც ასახავს ქვეყნის და საზოგადოების ხმას. მე ვარ თქვენი წარმომადგენელი უცხოელებთან…

როცა ესენი მიხვდებიან, რომ სხვა გზა არ არის, თუ არა ს. მე აქა ვარ და აქ ვიქნები იმისთვის, რომ დავსხდეთ და ვიფიქროთ, თუ როგორ მოვაწყოთ ეს არჩევნები იმისთვის, რომ დავუბრუნოთ ამ ქვეყანას მშვიდობა, სამართლიანობა და მომავალი. ეს არის ერთადერთი გზა და ამაში ვართ ყველანი ერთად, ვინც გარეთ დგას ქუჩაში და ვინც აქ თქვენზე ფიქრობს და თქვენთვის ამზადებს მომავალს” – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა რეალურ შინაარსს შეიძენს და ახალგაზრდებს, ვინც ხელისუფლება უნდა გადაიბაროს, ისეთი სამართავი სახელმწიფო ექნებათ, სადაც უცხოელი ელჩის აზრი არ იქნება საინტერესო ქვეყნის შიდა საქმეებთან დაკავშირებით

ეს უდანაშაულო ბავშვები ჩაცხრილეს და მიაწერეს, რომ ციხეზე მიდიოდნენ, თორემ, სად “ნავთლუღის სპეცოპერაცია” და სად რუსთავის ციხე? მიეშვათ იქამდე და იმ ციხის ჭიშკართან რომ მომიკლავდნენ, აღარაფერს მოვიკითხავდი – ჩემი ბიჭი პირველად იყო თბილისში