მექსიკაში, ტეკილას საწარმოში აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში, ტეკილას საწარმოში აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ხალისკოს შტატის სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი, ვიქტორ ჰიუგო როლდანი ავრცელებს.
როლდანის ცნობით, აფეთქება ქალაქ ტეკილაში, „ხოსე კუერვოს“ საწარმოს 500 000 ლიტრიან ავზში მოხდა.
კომპანიამ გარდაცვლილი თანამშრომლების რაოდენობა დაადასტურა და აღნიშნა, რომ აფეთქების შედეგად კიდევ რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა.
აფეთქების გამომწვევი მიზეზის დასადგენად შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება დაიწყეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი ხაზარაძის წერილზე – საბოლოოდ, ისე ხდება, აქეთ ბედავენ თქმას, რომ ფოკუსი გასასწორებელი ჩვენ გვაქვს – ფოკუსი გასასწორებელი აქვთ მათ, ვინც ბოიკოტზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები თურმე აღარ არის გაუქმებული