მეუფე ზენონისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის – გიორგი გამსახურდია

“2007 წელს გახლდით, ქვემო ქართლის შს სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ამ ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის.
მერე მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა) და დადგა ღონისძიებაში მონაწილე ბიჭების გადარჩენის საკითხი.”- წერს გიორგი გამსახურდია მეუფე ზენონის შესახებ. გამსახურდიას თქმით, მას “ესეთი მიდგომა გააჩნდა კათოლიკეებისადმი, დღეს რომ ვითომ “ქულ” ტიპად გვევლინება.” “2007 წელს გახლდით, ქვემო ქართლის შს სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.
ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ამ ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მერე მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა) და დადგა ღონისძიებაში მონაწილე ბიჭების გადარჩენის საკითხი. სამხარეოს უფროსს, ჩემ მეგობარს, ცხონებულ კობას, პირდაპირ უთხრა, მოვიდეს ვანო და მაგან მომიხადოს პირადად ბოდიშიო. მერაბიშვილი იყო მაშინ შს მინისტრი. მერე მოხდა კომუნიკაცია მერაბიშვილს და მას შორის და ბიჭების თემა დალაგდა. ეს ე.წ. მეუფე კიდევ დარბოდა და გაიძახოდა, ხომ მოვახდევინე მაგ თქვენ ვანოს ბოდიში და ეგ კათოლიკე სატანისტი ხომ მეამბორა ხელზეო. აი ესეთი ეგო ტანჯავს და ტანჯავდა ამ არატრადიციულ ადამიანს და ესეთი მიდგომა გააჩნდა კათოლიკეებისადმი, დღეს რომ ვითომ “ქულ” ტიპად გვევლინება.”- წერს გამსახურდია.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

ცოტნე ივანიშვილი: ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული და არ არსებობდეს ქვეყნიდან წასვლის სურვილი