რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ბარსელონა” “ნაპოლის” დაუპირისპირდება. კენჭისყრის შემდეგ, “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, “ნაპოლის” ძალიან ძლიერი მეტოქე შეხვდა, მაგრამ ეს გუნდისთვის შესანიშნავი გამოწვევაა.
“კენჭისყრამდე ვიცოდი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში რთული მეტოქე გვეყოლებოდა, თუმცა “ბარსელონა” განსაკუთრებულად ძლიერ გუნდია. “ნაპოლისთვის” ეს შესანიშნავი გამოწვევა იქნება”, – განაცხადა მაცარიმ.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მატჩების განრიგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.