მერეტი თუ გოლინი? – ცნობილია, ვინ დაიცავს “ნაპოლის” კარს “რეალის” წინააღმდეგ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში “რეალი” “ნაპოლის” უმასპინძლებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, დღევანდელ შეხვედრაში “პარტენოპეის” კარს ალექს მერეტი დაიცავს, დაცვის ფლანგზე კი სიახლეს ვიხილავთ და ვალტერ მაცარი ამ პოზიციაზე ხუან ჟესუსს გაამწესებს.
“მერეტი “ნაპოლის” კარს პირველივე წუთიდან დაიცავს, იტალიელმა “ემპოლისთან” მატჩის წინ ტრავმა მიიღო, რის გამოც “ატალანტასთან” დაისვენა.
დაცვის ხაზში დი ლორენცო, ნათანი, რაჰმანი და ჟესუსი იმოქმედებენ. ბრაზილიელი მცველი დღეს ფლანგზე იმოქმედებს”, – წერს ცნობილი იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, “რეალისა” და “ნაპოლის” მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.