მერაბ მეტრეველი: იქ რომ ვერ მოდრიკა ზელენსკი, ახლა ტრმაპი სამხედრო დახმარებას უჩერებს, რომ ასე მოახდინოს მასზე ზეწოლა. დარწმუნებული ვარ, არც ეს იმუშავებს, რადგან…

“მოდით, ფაქტები დავალაგოთ და დასკვნებიც ისე გამოვიტანოთ:
მარტივი მისახვედრია, რომ სინამდვილეში ოვალურ კაბინეტშო სიტუაცია დაიძაბა არა მინერელაბზე გასაფორმებელი ხელშეკრულების გამო, არამედ სამშვიდობო ხელშეკრულების გამო, რომელსაც ამერიკა ს თავს ახვევს. ზელენსკიც ოვალურ კაბინეტში სინამდვილეში ამაზე ჩხუბობდა და არა სხვა რამეზე.
რა პირობებით სთავზობს ამეირკა უკრიანას ცეცლხის შეწყვეტას?
ტრამპი ამბობს, რომ სგან თავდასხმის არგანახლების გარანტიად ტავის მხრიდან შეუძლია მხოლოდ ორი რამე შესთაავზოს: 1) მინერალების შესახებ ხელშეკრულება (იქ ამერიკული კომპანიები ჩავლენ და პუტინი თავდასხმას ვერ გაბედავსო. 2) პუტინის პირადი პატივისცემა მის მიმართ (ობამას და ბაიდენს რაც გაუბედა, მე ვერ გამობედავსო და არც გამიკეთებსო, იმეორებდა იმ შეხვედრაზე ოვალურ კაბინეტში).
ბავშვიც მიხვდება, რომ ეს ორივე გარანიტა სინამდვილეში ბულშიტია: პირველზე ზელნსკიმ თქვა, რომ 2022 წელსაც მუშაობდნენ ამერიკული კომპანიები უკრიანაში, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია პუტინსთვისო. რაც შეეხება მეორეს, რომც დავუშვათ, ტრმაპის ხათრით არ დაესხმება თავს, ოთხი წლის მერე რა ხდება. ტრმაპი რომ წავა? თუ მერე უკრაინა წყალსაც წაუღია?
მაგრამ უსაფრხოების გარანტიების არშეთავაზება მხოლოდ მცირე ნაწილია ტრამპის და ზელენსკის უთანხმოების. მეორე უფრო მნიშვნელოვანი ნაწილია, რა პირობებით მყარდება მშვიდობა ანუ რა პირობებზე იდება ცეცხლის შეყვეწტის ხელშეკრულება? აქ კითხვა კიდევ უფრო მეტია:
ტრამპი ამბობს, ორივე მხარე კომპროიმისზე უნდა წავიდესო. თითქოს ლოგიკურია, მაგრამ სინამდვილეში არც ლოგიკურია და არც სამრთლიანი. უკრაინას თავს დაესხნენ და როგორ შეიძლება ის და რუსეთი ერთ დონეზე განიხილო, შუაში ჩადგე და ორივე მხარეს ერთნაირად მოთხოვო დათმობა? რა გამოდის მსხვერპლმაც და აგრესორმაც ერთნაიორად უნდა გდაიხადონ? შენ თუ აგრესორს ეუბნები, ყველაფერი დავივიწყოთ, რაც ჩაიდინე, საერთაშორისო სმართალი რომ თავზე დაგვახიე, კაცობრიობის წინაშე დანაშაულები რომ ჩაიდინე ბუჩაში და სხვაგან, ამდენი ადამიანი მოკალი, ამდენი ქალაქი გაანადგურე, ეს ყველაფერი დავივიწყოთ და ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დავიწყოტო, სადაა აქ საამრთლიანობა? ამაზეც ღიად მიანიშნა ზელენსკიმ ოვალურ კაბინეტში.
კარგი, დავუშვათ, სამრთლინაობას ვივიწყებთ მშვიოდბის ხათრით, ომის შეჩერებაა უმაღლესი სიკეთე, როგორც ტრმაპი გვაეუბნება. ვილაპრკოთ მხოლოდ გარიგებაზე (უყვარს ეს სიტყვა ტრმაპს, გარიგებების დადებაა ჩემიო „კანიოკიო“) რა გარიგებას სთავაზობს ის მხარეებს? ორივე მხარემ დათმოსო. დავიწყოთ უკრაინით:
რა უნდა დათმოს უკაინამ? რუსეთი ითხოვს: ნატოზე უარს, ტერიტორიებს, (იმათაც რომელსაც დღეს ვერ აკონტროლებს), ძლივს აშენებული უკრიანული არმიის დაშლას ანუ დემილიტარიზაცხიას და ზელნსკის გაგდებას ანუ დენაციფიკაციას.
ამ ყვეალფერზე თანსხმაა ტრმაპი?
აქმდე რა განცხადებები მოვისმინეთ მათგან ამ თემებზე?
ტრამპის ხალხი პირდპაირ ამბოპბს, უკრაინამ ნატო უნდა დაივწიყოს, ყველა დაკარგული ტერიოტრიის დაბრუნება უნდა დიავიწყოს, ახალი უნდა ჩაატრდეს ანუ ზელენსკი წავიდესო.
გამოდის, რუსეთის ყველა ამ პირობას სამრთლიანად მიიჩენვს ტრმაპი და მისი გუნდი (ჯერ-ჯეორობით დმელიტარიზაციაზე არ უთქვამთ არაფერი).
ახლა ვიკითხოთ, რას თმობს საანცვლოდ რუსეთი? ტრმაპის აზრით, რაში მდგომარეობს რუსეთის კომპრომისი? თუ ეს ყველაფერი რუსეთმა მიიღო, მისი კომპრომისი რა არის? მხოლოდ ომის შეჩერება? ეს იქნება მხოლოდ რუსეთის კომპორმისი, რომ გააჩერებს თავდასხმას, რომელსაც როდის განახლებს არავინ იცის? რუსეთის მხრიდან სხვა რამე დათმობა ახსენა ტრმაპმა? ჩამოთვალეს თემები ისევე, როგორც უკრაინის შემთხვევაში, რა უნდა დაივიწყოს რუსეთმა? მე არ მახსენდება.
გამოდის, ტრმაპის ადმინისტრაცია დროებითი მშვიოდბის მიღწევისთვის ანუ მისი წინასაარჩევნო დაპირების შესრულების გმაო მზადაა რუსეთის ყველა მოთხოვნა დაკამაყოფილოს, მაგრამ სანაცვლოდ რუსეთმა არაფერი უნდა დათმოს, მხოლოდ ომი შეწყვიტოს.
ეს თქვენი აზრით სამრთლიანი გარიგებაა? ეს ნიშნავს, რომ ტრმაპი გარიგებების დიდოსტატია, როგორც თავად უწოდებს საკუთარ თავს? ეს ხომ რეალურად უკრაინის და მასთან ერთად მთელი დასავლეთის კაპიტულაციაა რუსეთის წინაშე და როგორც ერთმა უცხოელმა დაწერა, თუ უკრაინამ მშვიოდბის სანაცვლოდ კაპიტულაცია უნდა გამოაცხადოს, მაშინ ზელენკის საერთოდ რა ესაქმება ვაშიონგტონში, ის პირდაპირ მოსკოვში ჩავა და დანაბდება პუტინს. კაპიტულაციისთვის რა საჭიროა ტრმაპის შუამავლობა?
სწორედ ეს ყველაფერია იმის მიზეზი, რაც ოვალურ კაბინეტში მოხდა და არა მინერალებზე შეთანხმება. ზელენსკი ხედავს რა განზრახვა აქვს ტრამპს და ამიტომაც აუხტა. თქვენ არ აუხტებოდით და დაეთანხმებოდით ასეთ პირობებს?
იქ რომ ვერ მოდრიკა ზელენსკი, ახლა ტრმაპი სამხედრო დახმარებას უჩერებს, რომ ასე მოახდინოს მასზე ზეწოლა. დარწმუნებული ვარ, არც ეს იმუშავებს, რადგან რაც ზემოთ დავწერე, ამ ყველაფერს კარგად იაზრებენ ევროპაშიც, ასევე კანდაშიც, თურქეთშიც და კარგად იციან, ეს თუ გაუვიდა რუსეთსს, მერე მას ვეღარავინ გააჩერებს,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი.