მერაბ მეტრეველი: …აი, ესაა დღეს ამ ხელისუფლების ჭეშმარიტი სახე

“კარგად რომ დაიანხოთ, რა საზიზღრობას კადრულობს და რაზეა წამსვლელი ხელისუფლება:
გუშინ მ გაიმეორა ის შეთხზული ვერსია, რომ მზია ამაღლობელმა ემოციურ ნიადაგზე კი არ მოუქნია ხელი ს პოლიციის უფროსს, არამედ ეს უცხო ძალის დავალებით გააკეთაო. ანუ წარმოდიგნეთ, რას ამბობენ: მზიას ვიღაცამ უთხრა, წადი ახლა აქციაზე და პოლიციელს ხელი დაარტყი, ამის გამო კი დაგიჭერენ, შეიძლება წლები მოგისაჯონ, მაგრამ ეს უნდა აიტანო, რადგან პოლიციის იმიჯის შელახვა გვჭირდებაო და მზიაც კარგი გაწვრთნილი აგენტივით ამის გაკეთებას დათანხმდა.
სიგიჟის ლეველს ხვდებით, ხომ?
რაში დაჭირდათ ასეთი ერთი შხედვით აბსურდული ვრსიის შეთხზვა?
პასუხი მარტივია: მათ დაინახეს, რომ მსბუქი სილის გამო 3-დან 7 წლამდე მუხლის მიყენებას საკუთარ მხარდამჭერებშიც კი ვეღარ აპრავებდნენ. მათ მხარდამჭერებსაც გაუჩნდათ კითხვები, რომ რა საჭიროა ასეთი მკაცრი სასჯელი. ზოგს ალბათ თანაგრძნობაც გაუჩნდა,ზოგმა, ვისაც მაღალ ეშელონებში ხმა მიუწვდებოდა, ითხოვა, იქნებ ადმინსიტრაციული სასჯელი ვაკმაროთ, თორემ ჩვენც ვერ „ვაპრავებთ“ ერთი სილის გამო ქალის ასე მძიმედ დასჯასაო.
ჰოდა, დანაშაულის დასამძიმელბლად ადგნენ და ასე არსაიდან დაამტეს ეს ახალი ვერსია, უბრალოდ ადგნენ და მოიგონეს, რომ მზია უბრალო დამოუკიდებელი ჟურნალსტი კი არაა, რომელმაც უსამრთლობით აღშფოთებულმა პოლიციელს სპონტანურად მოუქნია ხელი, არამედ ეს იყო კარგად დაგეგმილი ოპერაცია, რომ ის არის უცხო ძალის დავალებების შემულებელი, რომ ეს ყველაფერი იყო უცხო ძალის მიერ შემუშავებული მზაკვრული გეგმა, რათა პოლიციის იმიჯი შეელახათ.
ამ ახალი ვერსიით უკვე სიტუაცია სრულად იცვლება. მზიას მძიმე მუხლით გასამრთლება მათ მხარდმაჭერებში უკვე მორლაურად გამართლებული ხდება, მათ ტროლებს და ბოტებს დღეიდან შეეძლებათ მზიას გულშემატკივრებს სასჯელის მზანშეწონილობაზე ამ არგუმენტით უპასუხონ და ვის ადარდებს, ის სიმართლეა, თუ არა.
მ იმ ინტერვიუში ისიც თქვა, ანდრო ჭიჭინაძე შეიძლება მსხვერპლი იყოს (მაგალითად, მისი ნათესავის, ელენე ხოშტარიასიო), მაგრამ მზია მსხვერპლი არაა, უცხო ძალის აგენტი და დავალებების შემსრულებელიაო.
ეს რას ნიშნავს? იმას რომ თუ თეორიულად შეიძლება რაღაც ეტაპზე ანდროსი და სხვა პატიმრების გამოშვება განიხილონ, მზიას მიმართ დანდობა არ იქნება. ამისთვის ამზადებენ ნიადაგს. მათი მიზანია, მზიას მიმართ თანაგრძნობა სრულად გაქრეს, რომ ეს სიმაკცრე მათ მხარდამჭერებში აღარავის გაუკვირდეს და მყარად იყვნენ რწმენაში.
ასეთი სისასტიკის მიზეზი კი ისაა, რომ მთელი მათი ხელისუფლება დღეს პოლიციაზე და მათ ლოიალობაზე დგას და უნდათ მათ აჩვენეონ, ჩვენც ბოლომდე დაგიდგებით გვერდით, ამისთვის ადამიანისთვის აბსურდის დაბრალება და მისი საციხოდ გაწირვაც რომ დაგვჭირდესო.
აი, ესაა დღეს ამ ხელისუფლების ჭეშმარიტი სახე,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას