მეთიუ მილერი – გვატემალის ყოფილ პრეზიდენტს, ალეხანდო ჯიამატეის აშშ-ში შესვლა აეკრძალა

გვატემალის ყოფილ პრეზიდენტს, ალეხანდო ჯიამატეის აშშ-ში შესვლა აეკრძალა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ავრცელებს.
„სახელმწიფო დეპარტამენტს სანდო ინფორმაცია აქვს, რომლის მიხედვით ჯიამატეიმ გვატემალის პრეზიდენტობისას საჯარო საქმიანობის შესრულების სანაცვლოდ ქრთამი აიღო, რომელიც კანონის უზენაესობასა და მთავრობის გამჭვირვალობას ზიანს აყენებს“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
ორშაბათს, გვატემალის პრეზიდენტის თანამდებობაზე, ალეხანდრო ჯიამატეი ბერნარდო არევალომ შეცვალა, რომელმაც არჩევნები ანტიკორუფციული კამპანიის ჩატარებით მოიგო.
„პრეზიდენტ არევალოს მთავრობა აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებებსა და კრიტერიუმებს, რომლითაც იგი გვატემალის მოქალაქეების აშშ-ში შესვლის შესაბამისობას განიხილავს, პატივს სცემს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
ბოლო დროს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჯიამატეის ხშირად აკრიტიკებდა, რადგან გვატემალელი პროკურორები ახლადარჩეული პრეზიდენტის, ბერნარდო არევალოს ინაუგურაციის გადადებას ცდილობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია