უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 15 ივნისს რუსეთის თათრეთის რეგიონის ქალაქ ელაბუგაში მდებარე დრონების ქარხანაზე იერიში მიიტანეს.
რეგიონის გუბერნატორის, რუსტამ მინიხანოვის ინფორმაციით, თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 13 დაშავდა.
მინიხანოვის თქმით, უკრაინული დრონების ჩამოგდება მოხერხდა, თუმცა ნამსხვრევები რუსული ტიპის შაჰედის საბრძოლო დრონების მწარმოებელ ქარხანას დაეცა.
“მიუხედავად შიშისა და პანიკის დათესვის მცდელობისა, რესპუბლიკაში ყველა საწარმო და საყოფაცხოვრებო ობიექტი სტაბილურად მუშაობს. საგანგებო სამსახურები მუდმივ მზადყოფნაში არიან”. – განაცხადა მინიხანოვმა.
გამოცემა The Kyiv Independent წერს, რომ ელაბუგას ქარხანა შაჰედის ტიპის შორი დისტანციის დრონების გარდა სხვა სადაზვერვო დრონებსაც აწარმოებს.
აღნიშნულ ქარხანაზე უკრაინულ მხარეს იერიში პირველად არ მიქვს. ბოლო დარტყმა ელაბუგას ქარხანაზე 25 მაისს მოხდა.