მედია: ტურიზმის ადმინისტრაციამ ჯეიმი ოლივერი ხელახლა დაიქირავა, ამჯერად – ₾2.3 მილიონად

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კომპანია Jamie Oliver Production-თან კონტრაქტი 2025 წელზეც გაახანგრძლივა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბრიტანელი წამყვანის დაქირავება წელს ბიუჯეტს 630,120 გირვანქა სტერლინგის, ანუ 2,336,044 ლარის ხელშეკრულება გაუფორმა. ხელშეკრულება მიმდინარე წლის დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში.

კონტრაქტის თანახმად, ოლივერი მის გადამღებ ჯგუფთან ერთად საქართველოს გადაცემის მოსამზადებლად წელსაც ესწტუმრება.

ჯეიმი ოლივერი საქართველოში 2024 წელს იმყოფებოდა და საქართველოს და ქართული სუფრის შესახებ მოამზადა გადაცემა. აღნიშნული მომსახურება ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 979,400 გირვანქა სტერლინგი ანუ 3,228,885 ლარი დაუჯდა. შესაბამისად, ორივე კონტრაქტის ჯამური ღირებულება 1.6 მილიონი გირვანქა სტერლგინი, ანუ 5.6 მილიონი ლარია.

ჯეიმი ოლივერი ბრიტანელი წამყვანი და შეფია, რომელსაც Youtube-ზე 6 მილიონი, Instagram-ზე 10.5 მილიონი გამომწერი ჰყავს.

თავად ჯეიმი ოლივერმა საქართველოს შესახებ მომზადებულ კონტენტზე პოსტები რამდენჯერმე გამოაქვეყნა. აღნიშნული პოსტები განთავსდა მის სხვადასხვა სოცმედია პლატფორმასა და Youtube-ზე.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ვიღაცებს სწყინთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, სწორედ, ეს ადამიანები საუბრობენ დღეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე და ცდილობენ, ქართველი ხალხი დააშანტაჟონ

ეკა გიგაური – ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოში რუსული კანონებით ცხოვრებას! არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებზე პერსონალურ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილს არ მივაწვდით!

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია – თან ენანებათ ის 2-3 მანდატი, რომელიც შეუძლიათ, რომ საკრებულოებში მიიღონ, თან მეორე მხრივ, ხედავენ, რომ აბსოლუტურად განწირულები არიან მარცხისთვის