მედია: ტიტუშკებად გადაქცეული საჯარო მოხელეები – გაშიფრულია ყველა, ვინც გაფიცულ მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა

ტიტუშკებად გადაქცეული საჯარო მოხელეები – გაშიფრულია ყველა, ვინც თბილისში, დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდა.

ირკვევა, რომ  მოქალაქეების დარბევის სპეცოპერაციაში თბილისის მერიის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.

მოძალადე ჯგუფთან ერთად სავარაუდოდ იმყოფებოდა, კალაძის უწყების  სოციალური მზრუნველობის სააგენტოს შეფიც. “ქართული ოცნების” პოლიტიკის წინააღმდეგ ქუჩაში გასულ მოქალაქეების  კამერების თანდასწრებით გაუსწორდნენ.

კადრების გაშიფვრის შემდეგ დგინდება, რომ დოლიძის ქუჩაძე იმყოფებოდნენ:

  • თბილისის მერიის თანამშრომელი – თენგიზ ფოფხაძე
  • თბილისის მერიის თანამშრომელი – ლუკა ბერბიჭაშვილი
  • თბილისის მერიის თანამშრომელი – გია ზაქარაია
  • თბილისის მერიის სოციალური მზრუნველობის სააგენტოს დირექტორი – დავით დოლიძე
  • ქართული ოცნების გლდანის ორგანიზაციის წევრი – გიორგი გოგია

მოძალადეების ამოცნობა სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა მარტივად შეძლეს, თუმცა ამ დრომდე გომელაურის უწყებას არ გაუვრცელებია არც ერთი ცნობა მინიმუმ ერთი მოძალადის გამოკითხვის ან დაკავების შესახებ.

საყოველთაო გაფიცვის მიანწილეები ამბობენ, რომ ფიზიკურ დაპირისპირების შემდეგ მოძალადე საჯარო მოხელეებმა ტერიტორია უპრობლემოდ დატოვეს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ძალადობაზე ტონის მიმცემი სწორედ თბილისის მერი, კახა კალაძეა. სწორედ ის არის სოციალური მზრუნველობის სააგენტოს კურატორი, რომლის თანამშრომლები მშვიდობიან მოქალაქეებს გაუსწორდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია