რუსებმა კიევს დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა 18 ადამიანი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ტიმურ ტკაჩენკოს ცნობით, დაზიანება სოლომენსკის, სვიატოშინსკის, დარნიცკის, დნეპროვსკის, პოდოლსკის და ობოლონსკის ოლქებში 12 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
მისივე ინფორმაციით, სვიატოშინსკის რაიონში მრავალსართულიან შენობებზე დარტყმის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა.
ამასთან, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქზე თავდასხმის დროს სოლომენსკის რაიონში აშშ-ის მოქალაქე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა კიევის საავიაციო ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლები. არიან დაშავებულები.
მაშველები შენობების ნანგრევებისგან გაწმენდას და ადამიანების ძებნას განაგრძობენ.
