მედია: რომში პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე ბინაში შეღწევის მცდელობისას დააკავა

რომში, პარიოლის რაიონში ბინაში შეღწევის მცდელობისა და დიდი რაოდენობის ძვირფასეულობის ქურდობის ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავება 21 აპრილს მოხდა – რომის პოლიციამ დამნაშავეები ერთ-ერთ კორპუსში, საცხოვრებელი ბინის კარის ხელსაწყოებით გაღების პროცესში დააკავა.

ჩხრეკის შედეგად, რომის პოლიციამ დაკავებულთა სახლიდან, მოპარული ნივთებით სავსე 6 ჩემოდანი ამოიღო – მათ შორის ძვირადღირებული საათები, ოქროს სამკაულები და დიზაინერული სამოსი (ნივთების ღირებულება ჯამში, 200 ათას ევროზე მეტია).

ამავე ბინაში პოლიციამ საქართველოს 3 მოქალაქე აღმოაჩინა, რომლებიც ადგილობრივი მედიის თქმით, წარსულში იგივე დანაშაულების გამო იყვნენ ნასამართლევი, ხოლო ამჯერად მოპარულ ნივთებს აგროვებდნენ.

მედიის ცნობით, გამოძიება გრძელდება სხვა ძარცვებთან კავშირის დასადასტურებლად.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

უჩა ნანუაშვილი – სიუჟეტი, რომელიც რუსულ არხზე გავიდა, ფალსიფიცირებული და დამონტაჟებულია – სინამდვილეში ვსაუბრობდი გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, ე.წ. ტიტუშკების, არაფორმალური, შეიარაღებული დაჯგუფებების მონაწილეობაზე მოქალაქეების დარბევაში