მედია: ორბანი მიშელს სწერს, რომ პუტინთან უკრაინის ომზე ევროკავშირის ეგიდით არ უსაუბრია – გაჟონილი დოკუმენტი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შესახებ ანგარიშს აბარებს და ხაზს უსვამს, რომ მოლაპარაკებები ევროკავშირის ეგიდით არ უწარმოებია, – აჩვენებს გაჟონილი დოკუმენტი.

რადიო თავისუფლების ცენტრალურ სამსახურს ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა დოკუმენტი – 2024 წლის 5 ივლისით დათარიღებული წერილი, რომელიც ვიქტორ ორბანმა შარლ მიშელს მისწერა.

მიზანი: პოზიციების მოსმენა

ვიქტორ ორბანი ანგარიშში, რომელიც ცხრა პუნქტს მოიცავს, შარლ მიშელს სწერს, რომ პუტინთან მოლაპარაკებები, – როგორც მოლაპარაკებები პრეზიდენტ სთან კიევში, – ემსახურებოდა პრეზიდენტისგან, როგორც პირველწყაროსგან, „მშვიდობის [დამყარებისთვის] არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ“ პოზიციის მოსმენას.

ორბანი, რომელიც ბრიუსელმა კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის გამო, შარლ მიშელს განუმარტავს:

„მე არანაირი შეთავაზება არ წარმიდგენია და არ გამომითქვამს რაიმე მოსაზრება ევროპული საბჭოს ან ევროპის კავშირის ეგიდით. სხვადასხვა განცხადება და კრიტიკული შენიშვნა, რაც ბოლო დღეებში ტრიალებს და სხვაგვარად წარმოაჩენს მოვლენებს, უსაფუძვლოა“.

ორბანის თანახმად, ს პრეზიდენტის ინტერპრეტაცია ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ „არსებითად განსხვავდება“ პრეზიდენტ ზელენსკის ინტერპრეტაციისგან:

„რუსების აზრით, დრო არა უკრაინის, არამედ რუსული ძალების სასარგებლოდ მუშაობს“.

მართალია, ორბანი შენიშნავს, რომ პრეზიდენტ პუტინს არ უსაუბრია რუსეთის მხარეს დაღუპულებზე, თუმცა შარლ მიშელს განუმარტავს, რომ მოსკოვი უკრაინელთა მხარეს „ყოველთვიურად 40-50 ათასი დაღუპულის შესახებ“ საუბრობს.

„ამიტომ, რუსეთის პრეზიდენტი გაოცებული იყო იმ ფაქტით, რომ უკრაინის პრეზიდენტმა უარი თქვა ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე“, – ამტკიცებს ორბანი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილში იმეორებს რუსეთის პრეზიდენტის ნათქვამს, – რაც საჯაროდაც ცნობილია, – რომ მოსკოვი მზადაა, განიხილოს ცეცხლის შეწყვეტის „ნებისმიერი წინადადება, რომელიც არ ემსახურება უკრაინული ძალების ფარულ გადაადგილებასა და რეორგანიზებას“.

„თურქული ინიციატივა“

ორბანის თქმით, პუტინმა ზელენსკის სამშვიდობო ფორმულაზე – 10-პუნქტიან გეგმაზე, რომელიც უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების სრულად გაყვანას ითვალისწინებს, – საპასუხოდ ორი წლის წინ თურქეთში წამოყენებული ინიციატივა გაიხსენა.

კერძოდ, ორბანის თანახმად, პუტინმა თქვა, რომ რუსეთისთვის „კვლავ რელევანტურია დოკუმენტი, რომელიც 2022 წლის აპრილში თურქეთში სამშვიდობო მოლაპარაკებებისას იქნა გადაცემული, განსაკუთრებით დოკუმენტის მე-5 პარაგრაფი, რომელიც აზუსტებს, რომ ს უნდა მიენიჭოს საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიები“.

ინიციატივა საჯარო არ არის. ორბანი მიშელს სწერს: „ვფიქრობ, ეს დოკუმენტი შეიძლება მოიპოვოთ ევროკავშირის კომპეტენტური სამსახურების თხოვნის შედეგად“.

პუტინს აღნიშნულ ინიციატივაზე 2023 წელს ნათქვამი აქვს, რომ მოიცავდა 18 მუხლს და „ყველაფერი გაწერილი იყო“.

სწორედ ამ მოლაპარაკებებში იღებდა მონაწილეობას დავიდ არახამია, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი. არახამიამ 2023 წელსვე განაცხადა, რომ ნატოში გაწევრების სანაცვლოდ რუსეთი უკრაინას „მშვიდობას“ ჰპირდებოდა, მაგრამ არ დებდა უსაფრთხოების არანაირ გარანტიას. მისი თქმითვე, უკრაინულმა დელეგაციამ მიიჩნია, რომ რუსეთი ასეთ დაპირებას არ შეასრულებდა.

არახამიას მტკიცებით, ინიციატივის ერთადერთი მიზანი უკრაინის „ნეიტრალური სტატუსი“ იყო, ხოლო სხვა დანარჩენი – „პოლიტიკურად შეკაზმული დენაციფიკაცია და ბლა ბლა ბლა“.

რამდენიმე დღის წინ ნატოს წევრი თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოანი კიდევ ერთად გამოვიდა ინიციატივით, რომ მედიატორის ფუნქცია იკისროს, თუმცა კრემლმა უარი განაცხადა. დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „შეუძლებელია“, თურქეთმა ეს ფუნქცია იკისროს, – თუმცა მიზეზები არ განუმარტავს.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – პრეზიდენტს შეეძლო კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კონკურსის გარეშე დაენიშნა – დაიწყო თეატრის გათამაშება, რამაც ორ ადამიანს შორის ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვია