მედია: მდინარაძე აშშ-ზე: გვაქვს მოლოდინი, რომ სახვეწარი აღარ გაგვიხდება ვიზები, პირდაპირი ფრენები

რაც შეეხება საქართველო--ს ურთიერთობას, ჩვენ ბევრი გვისაუბრია ამაზე, ახალი არავისთვის იქნება ის… ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმის შესახებ, რომ არამხოლოდ დეკლარირებით (წარსულში ჩვენ ასეთი ბევრი გვახსოვს, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადებები და ა.შ.), თუმცა არც ახლა და არც მაშინ არც უვიზო მიმოსვლა გვაქვს ამ ქვეყანასთან, არც პირდაპირი ფრენები გვაქვს და ის კი არა, რეგიონშიც კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ვიზების გაცემით საქართველოს მოქალაქეებზე. შესაბამისად, ჩვენ არ გვჭირდება მხოლოდ საუბარი, რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები გვითხრან, ჩვენ ამ სიტყვებზე არ ვიქნებით აწყობილები, ჩვენ ავეწყობით იმაზე, რას გააკეთებს მეგობარი ქვეყანა საქართველოსთვის. მეგობრობის ხარისხიც ამით განისაზღვრება და როდესაც ელჩი ინიშნება, დღეს უკვე ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ურთიერთიბები ისეთ ფაზაში გადავა, სადაც ჩვენ სახვეწარი აღარ გაგვიხდება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები, სახვეწარი არ გაგვიხდება პირდაპირი ფრენები, სახვეწარი არ გაგვიხდება თავისუფალი ვაჭრობა და აქ ჩვენ დავრწმუნდებით, რომ მართლაც გადაიტვირთა ურთიერთობები. განცხადებები არავის არაფერში სჭირდება, თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა მ ბრიფინგზე.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

“ადამიანობას კარგავთ, არ არსებობს რამე უფრო ძვირფასი, რაც შეიძლება სასწორის იქეთ პინაზე იდოს. ამოიღეთ ხმა. გადით ქუჩაში. იბრძოლეთ. ამ ბრძოლას ათასწლეულებია ვიგებთ. ადრე თუ გვიან, ახლაც მოვიგებთ. საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ …”

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, “ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მის მანქანას ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც