მედია: ექსკლუზივი: სახელმწიფო კომპანიებში საიდუმლოდ დასაქმებულთა სია (ვიდეო)

ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ს ბიძა და სხვები – “შაბათის ეთერისთვის” მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ყოფილი პრემიერის ოჯახის წევრები, რომლებიც სახელმწიფო კომპანიაში იყვნენ დასაქმებულები, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

“შაბათის ეთერმა” გაარკვია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის ძმა, ლექსო თამაზაშვილი “საქრუსენერგოდან” გასულ კვირას გაათავისუფლეს, თავად ამბობს, რომ წავიდა. “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, თამაზაშვილი წლების განმავლობაში, სახელმწიფო კომპანიაში იყო დასაქმებული და წლიურად საქართველოს ბიუჯეტიდან ხელფასის სახით ათი ათასობით ლარს იღებდა. წყარო, რომელმაც “შაბათის ეთერს” სახელმწიფო კომპანიებში დასაქმებული “ქართული ოცნების” ლიდერების ოჯახის წევრების ახალი სია მიაწოდა, ამტკიცებს, რომ “2016 წლიდან თამაზაშვილს ხელფასს არაფრის კეთებაში უხდიდნენ”.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – როდესაც მაღალი სასულიერო იერარქია აცხადებს, რომ მის მიმართ შესაძლო ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ეს დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული – ბევრი მაგალითი გვახსოვს, როგორ ცდილობდა „ქართული ოცნება” ეკლესიის საქმეებში ხელის ფათურს

გიორგი ბუტიკაშვილი – ორი სცენარია: ნიკა გვარამიას ზურაბ ჯაფარიძის მსგავსად სასამართლოზე დააკავებენ, ან როგორც მელია გაიტაცეს, ისე გაიტაცებენ და შექმნიან კიდევ დამატებით ყალბ ამბავს – ველოდებით დაკავებას