ირანმა მსოფლიოს სამოქალაქო ავიაკომპანიებს ურჩია, ამაღამ მის საჰაერო სივრცეში ფრენებს თავი აარიდონ. ამის შესახებ ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზია Al Qahera News-ი ეგვიპტელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინება.
„ირანის საჰაერო სივრცეს თავი უნდა აარიდონ სამხედრო წვრთნების გამო“, – განაცხადა წყარომ.
ცნობისთვის, ეგვიპტემ თავის ავიაკომპანიებს მოუწოდა, 8 აგვისტოს, გამთენიისას 3 საათის განმავლობაში ირანის საჰაერო სივრცეში ფრენებს თავი აარიდონ. პილოტებისთვის გაგზავნილ გამაფრთხილებელ შეტყობინებაში ფრენების შეზღუდვის მიზეზი დაკონკრეტებული არ იყო.