მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი ზუგდიდში მოლაპარაკებებზე იმყოფებოდა | ოფიციალური თბილისი დუმს

აფხაზურმა “Нужная газета”-მ 23 დეკემბერს, წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ს “მთავრობის წარმომადგენლებმა ეკონომიკის მინისტრის, კრისტინა ოზგანის ხელმძღვანელობის” ზუგდიდში მოლაპარაკებები გამართეს ენგურჰესის ქართული ნაწილის ხელმძღვანელობასთან.
“წყაროს ცნობით, აფხაზეთის ხელმძღვანელობამ საქართველოდან ელექტროენერგიის მიწოდება მოითხოვა”, – წერს გამოცემა.
მათივე ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობდა ინფორმაცია ხალხისთვის დაემალა.
“ეხო კავკაზა” წერს, რომ კომენტარი სთხოვეს ენგურჰესის პრესსამსახურს, ასევე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, თუმცა მასალის გამოქვეყნების მომენტში მათთვის არ უპასუხიათ. ასევე კომენტარს არ აკეთებენ აფხაზეთის ე.წ. ოფიციალური სტრუქტურები.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებაზე უარი განაცხადა.