მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები ეხება სიცრუის და სიძულვილის გავრცელებას, რაც ლიბერალური ფაშიზმის მთავარი იარაღია, საკანონმდებლო ცვლილებები თავსებადი იქნება ჩვენს კონსტიტუციურ და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებთან

მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები ეხება სიცრუის და სიძულვილის გავრცელებას, რაც ლიბერალური ფაშიზმის მთავარი იარაღია, საკანონმდებლო ცვლილებები თავსებადი იქნება ჩვენს კონსტიტუციურ და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებთან
მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები ეხება სიცრუის და სიძულვილის გავრცელებას, საკანონმდებლო ცვლილებები თავსებადი იქნება ჩვენს კონსტიტუციურ და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებთან – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სიცრუე და სიძულვილი ლიბერალური ფაშიზმის ის მთავარი იარაღია, რომელსაც იყენებდა „დიფ სთეითი“ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში.
„იცით, რომ სიცრუე და სიძულვილი ლიბერალური ფაშიზმის მთავარი იარაღებია, რასაც იყენებდა „დიფ სთეითი“ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში. როდესაც საუბარია მედიასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, აქ ერთადერთი, რასაც შეიძლება შეეხებოდეს ეს ცვლილება არის სიცრუესთან და სიძულვილის გავრცელებასთან დაკავშირებულის საკითხები.
თუ ვინმეს ეშინია იმის, რომ თავისუფლად ვეღარ მოახერხებს სიცრუის გავრცელებას, სიძულვილის თავისუფლად ტირაჟირებას, ეს არის, რა თქმა უნდა, მისი პრობლემა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიცრუე და სიძულვილი არის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და შესაბამისად, აქ არის საჭირო ახალი რეგულაციები, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ცენზურის გარეშე, ყოველგვარი შელახვის გარეშე იმ ძირითადი უფლებისა, რასაც ჰქვია მედიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება. ბუნებრივია, საუბარია ისეთ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც იქნება თავიდან ბოლომდე თავსებადი ჩვენს კონსტიტუციურ პრინციპებთან და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებთან,“- აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფსევდოლიბერალური იდეოლოგია ცდილობს მოდურ მოვლენად წარმოაჩინოს მარიხუანისა და ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მოხმარება – ჩვენი ვალია ჩვენი ქვეყნის წინაშე, მაქსიმალურად დავუპირისპირდეთ ფსევდოლიბერალურ დღის წესრიგს და დავიცვათ ჩვენი საზოგადოება

მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, მნიშვნელოვანია, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ

ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება