მეგრელიშვილი: …ევროპამ გაახილა ფართოდ დახუჭული თვალები და ის ახალი დღის წესრიგისთვის ემზადება

ევროპარლამენტის დასრულდა და დაფიქსირებული შედეგებით დასტურდება, რომ ევროპამ გაახილა ფართოდ დახუჭული თვალები და ის ახალი დღის წესრიგისთვის ემზადება, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი .
მისი თქმით, ქართული სახელმწიფო ღირსებით გახდება ევროპული ოჯახის წევრი და გადახალისებულ ევროპაში, რომელიც აუცილებლად დაუბრუნდება ისტორიულ და კულტურულ ღირებულებებს, ქართული სახელმწიფოს ადგილი თეთრ ფონზე ხუთ ჯვრიანი წითელი დროშით მოინიშნება.
„ევროპარლამენტის არჩევნები დასრულდა და დაფიქსირებული შედეგებით დასტურდება, რომ ევროპამ გაახილა ფართოდ დახუჭული თვალები და ის ახალი დღის წესრიგისთვის ემზადება. ვიოლა ფონ კრამონის აღიარება, რომ მათ რაღაც ძალიან არასწორად გააკეთეს არის პოლიტიკური დიაგნოზი ყველა იმ ევროპარლამენტარისა რომლებიც მიკერძოების დიდი ხარისხით გამორჩეულ განცხადებებზე იყიდებოდნენ.
ისინი თითქოს ვერ ამჩნევდნენ რეალურ პრობლემებს როგორებიცაა: კრიზისი და სტაგნაცია, პრობლემებში დაკარგული მათი ქვეყნები და ევროკავშირი, გაძვირებული ფასები, ვერგაზრდილი ხელფასები და საკუთარ სამშობლოში უმცირესობაში ყოფნა. სწორედ ამიტომ მოხდა ის რაც მოხდა და ახლა ცვლილებების გარდაუვალი პროცესი იწყება. ქართული სახელმწიფოს პრინციპული პოზიცია შენარჩუნებულ იქნეს მშვიდობა და ეროვნული ღირსებით არ დავთმოთ პოზიციები სახელისუფლებო გუნდის დიდი გამარჯვებაა. ეს თავისი მნიშვნელობით ომში მშვიდობაა! ასევე სამაგალითოა უნგრეთისა და ს ხელისუფლებების ასევე პრინციპული პოზიცია.
ზეწოლის, ტყვიის გასროლის მიუხედავად პირველ ადგილზე საკუთარი ხალხის და ქვეყნის ინტერესები დააყენონ. ქართული სახელმწიფო და უნგრეთი და სლოვაკეთი ეროვნული ამბიციით და ბრძოლის ამ უსისხლო იარაღით გვერდიგვერდ დგანან. რას მოიტანს ეს ბრძოლა?! ქართული სახელმწიფო ღირსებით გახდება ევროპული ოჯახის წევრი და გადახალისებულ ევროპაში, რომელიც აუცილებლად დაუბრუნდება ისტორიულ და კულტურულ ღირებულებებს ქართული სახელმწიფოს ადგილი თეთრ ფონზე ხუთ ჯვრიანი წითელი დროშით მოინიშნება“, – წერს მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქუდზე-კაცი გამოვიდეთ და „ქართულ ოცნებას“, ერთადერთ რეალურ პოლიტიკურ ძალას საქართველოში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში დავეხმაროთ!

როცა რეჟიმმა საკუთარ ხალხს თავისუფლება წაართვა და ღირსება შეულახა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულის საოცარი მაგალითი გვიჩვენა, რამაც საბოლოოდ, ქართველი ხალხი ერთ მუშტად გააერთიანა და გაუჩინა რწმენა, რომ გამარჯვება შესაძლებელი იყო

ლიბერალიზმის სახელით წაგვიბილწეს ღვინო, შეურაცხყვეს ხატები, გმირი მეფეები მოღალატეებად გამოგვიცხადეს. გაცხადებული ბრძოლა სწორედ რელიგიასა და ფსევდორელიგიას შორის მიდის და ეს ბრძოლა მოსაგებია ჩვენი გამარჯვებით