მებო ნუცუბიძე: ქართველი ყველაფერს უარყოფს, რაც “არ შეიძლება”

ქართველი ყველაფერს უარყოფს, რაც “არ შეიძლება”.👇
უარყოფს, რომ ოჯახში პრობლემები აქვს.
არ შეიძლება.
უარყოფს, რომ ღარიბია.
არ შეიძლება.
უარყოფს, რომ მისი შვილი სკოლაში კარგად არ სწავლობს.
არ შეიძლება.
უარყოფს, რომ უმუშევარია.
არ შეიძლება.
უარყოფს, რომ აზარტული თამაშების გამო ოჯახის წევრმა სახლი გაუყიდა.
არ შეიძლება.
უარყოფს, რომ ღმერთის არ სწამს.
არ შეიძლება.
უარყოფს, რომ შვილი გეი ყავს.
არ შეიძლება.
და მერე, ამ უარყოფისა და რეალობისთვის თვალის არიდების გამო, მზადაა კბილებით დაიცვას გამოგონილი სიმართლე.
აგინოს.
ცემოს.
მოკლას.
და მერე ისევ თქვას:
“არ შეიძლება”. – წერს მუსიკოსი მებო ნუცუბიძე სოციალურ ქსელში

ასევე დაგაინტერესებთ

ჰელსინკის კომისია: ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები – მმთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს