მინდა მადლობა გადავუხადო შსს და მის პირად შემადგენლობას, თითოეულ პოლიციელს, რომლებიც დიდი მოთმინებით და პროფესიული საქმიანობის ზედმიწევნით სწორად, პატიოსნად შესრულებით ემსახურებიან თავის ქვეყანას, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
„მოცემულ შემთხვევაშიც გუშინ, გუშინწინ მძიმე სამუშაოს მიუხედავად ცდილობენ მოითმინონ ყველა ის შეურაცხყოფა ფიზიკური თუ სიტყვიერი, რომელიც მათ მიადგებათ ხოლმე დემონსტრანტების მხრიდან და თავის პროფესიულ საქმიანობას ამის პარალელურად მაინც, ზედმიწევნით პირნათლად ასრულებენ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.