ხალხის ძალის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილის თქმით, ჩინეთთან ურთიერთობების მოწინააღმდეგე ბოღმით სავსე, მოღალატე და საქართველოს მოწინააღმდეგეა.
“როდესაც ბოღმით ხარ სავსე, რომ ჩინეთი, რომელთანაც ამერიკას და ევროკავშირს აქვს ახლო ურთიერთობა და კიდევ ცდილობს უფრო დააახლოვოს, მათ შორის, ეკონომიკური, საქართველოს რატომ არ უნდა ჰქონდეს ეს სარგებელი, ამას მხოლოდ იზამს მოღალატე და საქართველოს მოწინააღმდეგე.
არც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არცერთ ნაწილში ჩინეთი არ უშვებს იმას და პირიქით, აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამ კითხვის ავტორს გადაეცით, დალიოს ნაკურთხი წყალი” – ამბობს მაჭარაშვილი.
ჩინეთის დელეგაცია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გასულ თვეებში ორჯერ იყო ჩასული. ჩინელი ინვესტორები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავტომობილების ასაწყობი ქარხნის გახსნითა და კვაისის ტყვია-თუთიის საბადოებით არიან დაინტერესებული.
