რუსი იმპერიალისტი და ჟურნალისტი – მაქსიმ კალაშნიკოვი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს
“რუსეთის ეკონომიკა მიმდინარე ომს ზღვარს უდებს. ალექსანდრე დუგინს და ვლადიმერ მედინსკის კი რა თქმა უნდა, შეუძლიათ თავისუფლად იყბედონ მზადყოფნაზე, რომ იბრძოლებენ კიდევ 10 ან 20 წლის განმავლობაში, მაგრამ ეს მხოლოდ ბოდვაა და მეტი არაფერი. ჩვენ არც ამდენი დრო, არც ამის რესურსი არ გვაქვს.
ასევე მესმის ბოდვები, რომ მალე ომს დავიწყებთ ევროპასთან, და რომ ახალ ბირთვული შეიარაღების რბოლას წამოვიწყებთ, არსენალების განახლებაზე 90 ტრილიონ რუბლს დავხარჯავთ. ამის არანაირი იმედი არ არსებობს. ჩვენი ეკონომიკა მართალია ჯერ კიდევ არ ჩამოშლილა, მაგრამ უკვე დაწყებულია შეუქცევადი რღვევის პროცესი. წარუმატებელმა ბლიცკრიგმა გამოიწვია ის, რომ რუსეთის ფედერაციას განვითარებისთვის საჭირო 1.2 ტრილიონი დოლარი დასავლეთმა წაართვა. ომი აგრძელებს რესურსების გამოფიტვას. შემოერთებულ რეგიონებში ნგრევის აღმოსაფხვრელად ათობით ტრილიონი რუბლი მაინც იქნება საჭირო. ძალიან მალე მოგვიწევს რთული ამოცანის გადაწყვეტა: როგორ დავაფინანსოთ ძალოვნი სტრუქტურები და სახელმწიფო აპარატი, სულ მცირე, ომამდელ დონემდე მაინც, ანდა როგორ ავიცილოთ შეფერხებები პენსიების გაცემისას. რუსეთის ფედერაციას საშინელი პოლიტიკური კრიზისი და არეულობა ელოდება წინ – პრინციპში, ეკონომიკის თვალსაზრისით სიტუაცია იგივეა, რაც საბჭოთა კავშირში იყო 1985 წელს გორბაჩოვის მოსვლის დროს, ე.წ “გარდაქმნის” დაწყების წინ, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით მდგომარეობა 1917 წლის თებერვალის მსგავსია, როდესაც მეფის ხელისუფლება დაემხო.”