“მას შეუძლია დაბრუნდეს, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის” – რას წერს დონალდ ტრამპი

მას შემდეგ, რაც და ვლადიმერ ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ, დონალდ ტრამპმა პლატფორმა “X” – ზე განცხადება გამოაქვეყნა:

“განცხადება პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან

ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა თეთრ სახლში დღეს. გაირკვა ბევრი რამ, რისი გაგებაც შეუძლებელი იქნებოდა ასეთი მხურვალების და ზეწოლის პირობებში გამართული საუბრის გარეშე. შესანიშნავია ის, რაც ამოდის ზედაპირზე ემოციის გზით, და მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის, ამერიკის ჩართულობით – რადგან ის თვლის, რომ ჩვენი ჩართულობა მას მოლაპარაკებებში დიდ უპირატესობას ანიჭებს. მე არ მსურს უპირატესობა, მე მსურს მშვიდობა. მან უპატივცემულობა გამოავლინა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, სანუკვარ ოვალურ ოფისში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის” – წერს დონალდ ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

“რაც შეეხება “ანტიამერიკულ ხელისუფლებებს” და ფრაზას, როცა პასუხის გაცემა დაიწყო, მინიშნება გააკეთა გამოსვლაზე, სადაც საუბარი იყო აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე და როგორ უნდა იმოქმედონ მიუხედავად იმისა, სად როგორი ხელისუფლება თუ რეჟიმია

“მე არ მივიჩნევ, რომ ეს შეფასება შეიძლება არსებობდეს საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, არ მივიჩნევ, რომ რაიმე საფუძველია ამგვარი შეფასების არსებობისთვის” – მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე