მასტერი: ქეთი მელუა ჩვენი დუეტის აღებას ითხოვს

რეპერი გიორგი პავლიაშვილი (მასტერი) აცხადებს, რომ ქეთი მელუას ლეიბლი და თავად მომღერალი მათი დუეტის ლიცენზიის გაუქმებას ითხოვს, რაც სიმღერის წაშლას გულისხმობს.
პავლიაშვილის თქმით, აღნიშნულს წინ უძღოდა მისი განცხადება ნანი ბრეგვაძის „დრაგ ბოლზე“ მიწვევასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სწორედ ამ განცხადების შემდეგ, LGBT ორგანიზაციების წარმომადგენლებმა „რევანშით“ უპასუხეს:
„ქეთი მელუას ლეიბლმა და თავად მომღერალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს ჩვენი დუეტის ლიცენზია, ანუ მოითხოვეს სიმღერის აღება. მიზეზად კი დასახელდა ქართული LGBT ორგანიზაციებისგან მიღებული საჩივრების სიმრავლე.
ყურადსაღებია, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პროტესტი გამოვხატე ფაქტზე, რომელიც ეხებოდა ნანი ბრეგვაძის “დრაგ ბოლზე” მიწვევას. ნანიმ ივენთზე აღარ იმღერა და ახლა ალბათ მათი მხრიდან “რევანშის” დრო იყო. ვფიქრობ, სრულიად უსამართლოა ეს გადაწყვეტილება, რადგან ამ კონკრეტულ სიმღერას არ ჰქონდა არანაირი შეხება ამ თემასთან და მასზე დაიხარჯა უდიდესი დრო და ენერგია. არ იფიქროთ, ვწუწუნებდე ამ თემაზე, უბრალოდ ყველა ჩემი სიმღერა ჩემთვის ძვირფასია, მით უმეტეს, როცა მსმენელი მას ასე იყვარებს“, — ამბობს პავლიაშვილი.
მასტერისა და ქეთი მელუას დუეტი, სახელწოდებით „თბილისი, ლონდონი“, youtube-ზე ამ დრომდე იძებნება. კომპოზიცია პლატფორმაზე 1 თვის წინ აიტვირთა.
„დრეგ ბოლი“ თბილისი პრაიდისა და საინიციატივო ჯგუფის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ არტისტებისა და თემის გაძლიერებას და უსაფრთხო სივრცის შექმნას. „დრეგ ბოლზე“ გამოსულ შემსრულებლებს შორის არიან და გიული ჩოხელიც.
რაც შეეხება ს, მომღერალს „დრეგ ბოლი“ მართლაც უნდა გაეხსნა, თუმცა ეს ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა, ნანი ბრეგვაძემ ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით დისტანციურად მაინც მიმართა, მწუხარება გამოთქვა, რომ ღონისძიებას ვერ ესწრებოდა და განაცხადა, რომ „სიყვარული მაინც გაიმარჯვებს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯოშუა ჰაკი – “უცხოური გავლენების” კანონი ანტიდემოკრატიული გადახვევის სიმბოლოა – ბოლო თვეებში სახელმწიფო დეპარტამენტი ყველა დონეზე იყო ჩართული, რათა ნათლად ეთქვა მთავრობისთვის, რომ არასწორი მიმართულებით მიემართებოდა