მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში წმინდა მატათას სახელობის ტაძარი გაიხსნა

23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, წმინდა მატათას სახელობის ტაძარი გაიხსნა. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტაძარი საზეიმოდ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა სასულიერო პირებთან ერთად აკურთხა.
ტაძრის გახსნას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მრევლი ესწრებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი ხაზარაძის წერილზე – საბოლოოდ, ისე ხდება, აქეთ ბედავენ თქმას, რომ ფოკუსი გასასწორებელი ჩვენ გვაქვს – ფოკუსი გასასწორებელი აქვთ მათ, ვინც ბოიკოტზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები თურმე აღარ არის გაუქმებული