მარკ რუტე – უკრაინა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, ბურთი რუსეთის მოედანზეა

უკრაინა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, ბურთი ს მოედანზეა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ თურქეთში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ბურთი რუსეთის მოედანზეა. მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისა და ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუმცა რუსეთის პოზიცია კვლავ გაურკვეველი რჩება“, – განაცხადა მარკ რუტემ.
მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში თურქეთის როლი მნიშვნელოვანია.
„თურქეთს პარტნიორებთან კარგი ურთიერთობა აქვს და მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს, რათა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები წარმატებულ დასასრულამდე მივიდეს. თუმცა, ჯერ უნდა ვნახოთ, რომ რუსები აქ შესაბამისი დელეგაციით იქნებიან წარმოდგენილები“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე – ძალიან კარგად იციან, რომ თუ არ მიდიხარ საგამოძიებო კომისიაზე, ამას მოჰყვება შესამაბისი რეაგირება – იციან, რომ სასჯელი დიდი არ არის, ამით უნდათ პოლიტიკური ბენეფიტების მიღება

შალვა პაპუაშვილი – მგონი, ბატონმა ფიშერმა უარი თქვა ელჩობაზე და იქცა რადიკალური ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ფრთის მხარდამჭერად – გერმანელი ხალხი ნამდვილად არ არის ამ ღირებულების მატარებელი, რასაც ფიშერი ქართველ ხალხს აჩვენებს

ცირა ელისაშვილი: არჩევნებში თუ შედიხართ გაბედეთ ამის თქმა, დროულად. საზოგადოება თავად შეაფასებს თქვენი პოზიციის მართებულობას, მთავარია რომ თქვათ სიმართლე, როცა თქვენი კოლეგის სიცოცხლე ბეწვის ხიდზე გადის!

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ მოვისმინეთ დღეს ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით თუ რა შედეგებს მიაღწია კახა კალაძემ მისი მერობის პერიოდში და მართლაც ვხედავთ, თუ როგორ ხდება დღეს თბილისი ჭეშმარიტად ევროპული ქალაქი