33 წლის მცველმა მარიო რუიმ შეიძლება კარიერა აშშ-ში გააგრძელოს, – იტყობინება სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო.
“ნაპოლიდან” თავისუფლი აგენტის სტატუსით აბარგებული პორტუგალიელი რამდენიმე ევროპულ კლუბთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, მაგრამ შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლო და კარიერის MLS-ში გაგრძელებას განიხილავს.
მარიო რუის უკვე დაუკავშირდა “დალასი” და ტრანსფერის განხორციელება შესაძლებელია.
მან “ნაპოლიში” 2017-2024 წლებში 227 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ნეაპოლელი გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში წარმატებას უსურვებენ.
