მარინე ბერიძე: დიდგორის ველზე ქართველები უცხოურ ძალას კი არა, მტერს შეებნენ გმირულად და ტრაგიკულად კი არ გარდაიცვალნენ – გმირულად დაიღუპნენ!

“”ტრაგიკულად გარდაცვალება” არაა ნიჩბითა და ქიმური საწამლავით სიკვდილი. ეს არის მკვლელობა!
“უცხოური ძალა” არაა ის, ვინც ნიჩბით გიკლავს შვილებს, დედებს, ძმებს _ ის მტერია.
მაგალითად, დიდგორის ველზე ქართველები უცხოურ ძალას კი არა, მტერს შეებნენ გმირულად და ტრაგიკულად კი არ გარდაიცვალნენ – გმირულად დაიღუპნენ!” – წერს ენათმეცნიერი მარინე ბერიძე სოციალურ ქსელში.