მარინა ჩიტაშვილი შალვა პაპუაშვილს: იცით რატომ მინდა ევროინტეგრაცია? ასეთი ბრალდებისათვის გიჩივლებდით სასამართლოში ცილისწამებისთვის და მოგიგებდით

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შალვა პაპუაშვილმა, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ფსიქოლოგ მარინა ჩიტაშვილს „რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი პროპაგანდისტი“ უწოდა.

 „ახლახან გახლდათ ინტერვიუ ქალბატონ მარინა ჩიტაშვილის, რომელიც რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი პროპაგანდისტია და მან თქვა – რომ ამ აქციამ ვერ შეასრულა თავისი მიზანი და ჩამოთვალა: რომ ყოფილიყო სისხლი, რომ ყოფილიყო გასროლა და რომ ყოფილიყო მსხვერპლი, მაშინ ამ აქციას ექნებოდა თავისი შედეგი. და ეს არის ის, რასაც ისინი ელოდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ს ბრალდებას სოციალურ ქსელში მარინა ჩიტაშვილი გამოეხმაურა.

 „წარმოდგენა არ მქონდა, თუ მე ვიყავი რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტი. საოცარი სიურპრიზია პარლამენტის თავმჯდომარისგან. ისე კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების გამოყენება თქვენი ძლიერი მხარეა, თუ თქვენი აპარატის თუ პარტიის მრჩევლების?

ეს მაინტერესებს მხოლოდ. არცერთი სიტყვა არ მიმაქვს უკან, ოღონდ ეს შედეგი გინდოდათ თქვენ – მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციისათვის.

იცით რატომ მინდა ევროინტეგრაცია?

ასეთი ბრალდებისათვის გიჩივლებდით სასამართლოში ცილისწამებისთვის და მოგიგებდით, პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე სხვისი სახელის გამოყენებისა და აზრის შეგნებულად დამახინჯებისათვის“, – წერს მარინა ჩიტაშვილი.

 6 ოქტომბერს „ფორმულას“ ეთერში გასულ ინტერვიუში, რომლის საფუძველზეც შალვა პაპუაშვილი მარინა ჩიტაშვილის „ოპოზიციის პროპაგანდისტობას“ აბრალებს, მარინა ჩიტაშვილი ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად 4 ოქტომბრის მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ 4 ოქტომბერი დრამატულად რომ განვითარებულიყო, ასეთ შემთხვევაში შეიძლებოდა დაწყებულიყო ახალი ეტაპი და „პროტესტი, რომელიც გამოვიდა გარეთ, გულისხმობდა იმას, რომ ჩვენ არჩევნებში არ მიგვიღია მონაწილეობა, იმიტომ, რომ ჩვენ რეალური არჩევანი არ გვქონია“.

 „4 ოქტომბერს ახალი ეტაპი არ დაწყებულა. 4 ოქტომბერი რომ განვითარებულიყო უფრო დრამატულად, ყოფილიყო მსხვერპლი, ყოფილიყო სისხლი, ყოფილიყო გასროლა, მაშინ შეგვეძლო გვესაუბრა იმის შესახებ, რომ ეს 4 ოქტომბერი იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის, ეს 4 ოქტომბერი იყო, და ეს ჩემი პირადი მოსაზრება გახლავთ, არარაციონალურად დაგეგმილი.

ასეთ შემთხვევაში მთელი ეს პროტესტი, რომელიც გარეთ გამოვიდა, გულისხმობდა იმას, რომ ჩვენ არჩევნებში არ მიგვიღია მონაწილეობა, იმიტომ, რომ ჩვენ რეალური არჩევანი არ გვქონია და ვითხოვდით იმას, რასაც ვითხოვთ 28 ნოემბრიდან – ჩადგეს ქვეყანა კონსტიტუციის ფარგლებში.

დავდგეთ ევროინტეგრაციის გზაზე, გვქონდეს ანგარიშვალდებულება, გვქონდეს თავისუფალი და იყოს ხელმისაწვდომობა ყველაფერზე, ყველა ადამიანისთვის. სამოქალაქო პროტესტი ამას გულისხმობს. პოლიტიკოსებს რომ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში თუ გახსოვთ, სერიოზული პროტესტი დაიწყო 28 ნოემბრიდან, როცა გამოცხადდა ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევა“, – განაცხადა მარინა ჩიტაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩემი მეუღლე საავადმყოფოში წევს, ოპერაცია დაჭირდა და დიალიზზე არის უკვე ერთ კვირაა, დიალიზის დანიშვნა ნიშნავს, რომ ყოველდღე უნდა ატარო ქუთაისში – აი ეს მაქვს ოჯახში, და მე ჩემი პრობლემები მაქვს – სისხლძარღვების შევიწროება მაქვს ფეხებში და მოძრაობა მიჭირს”