მარიამ ლაშხი: ევროკავშირის წევრობა თვითმიზანი არ არის, თვითმიზანია…

ევროკავშირის წევრობა თვითმიზანი არ არის, თვითმიზანია ეკონომიკურ-სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა, რომლის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა ევროკავშირის წევრობა, – გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა.

მან ისაუბრა, შესაძლებელია თუ არა ურთიერთობების დალაგება ბრიუსელთან.

„ძირითადად ჩვენი მთავარი ამოსავალი არის ის, რომ ჩვენს თავთან და ჩვენს მოსახლეობასთან ვიყოთ მართლები. ზოგიერთებმა, უფრო მეტად ახალგაზრდებმა, ევროპა აიღეს ერთგვარ თვითმიზნად. ევროკავშირის წევრობა თვითმიზანი არ არის, თვითმიზანია ეკონომიკურ-სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა, რომლის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა ევროკავშირის წევრობა. მაშინ, როდესაც შენ ამ პრინციპებს იცავ და მოსახლეობის დაკვეთას ასრულებ, რეფორმებს ასრულებ, თუნდაც კრიტიკულ მომლაპარაკებლებთან ხელში გიჭირავს რეალური ფაქტები.

დღეს რასაც ვხედავთ, განწყობებზე დაფუძნებული პოლიტიკაა, თუმცა ფაქტები სულ სხვა რამეს ამბობს და ის, რომ ჩვენ სთან და მოლდოვასთან მიმართებაში, აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმით, მათ შორის, ევროკავშირის ანგარიშებით, წინ ვართ, ეს ფაქტი არ შეესაბამება იმ რიტორიკას, რომელიც ხშირ შემთხვევაში გვხვდება“, – განაცხადა ლაშხმა.

მისივე თქმით, ორმაგ სტანდარტებთან „ქართულ ოცნების“ მთავარი ბრძოლის ინსტრუმენტია სიმართლე და ის რეფორმები, რომლებიც კონკრეტული ნაბიჯებითაა გამყარებული.